ძედო
იერსახე
| ძედო | |
|---|---|
| კოორდინატები: 42°34′32″ ჩ. გ. 43°54′36″ ა. გ. / 42.57556° ჩ. გ. 43.91000° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ჩრდილოეთი ოსეთი |
| სიმაღლე | 3451,7 მ |
| ქედი | მაღრან-დვალეთის კავკასიონი |
| ამგებელი ქანები | თიხაფიქალი, ქვიშაქვა, მერგელი და კირქვა |
ძედო — მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის (ჩრდილოეთი ოსეთი) საზღვარზე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მაღრან-დვალეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე ჯეჯორის ზემოთში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3451,7 მ. აგებულია ცარცული ასაკის თიხაფიქლებით, ქვიშაქვებით, მერგელებითა და კირქვებით. დამახასიათებელია ალპური და სუბნივალური ლანდშაფტები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უკლება დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 267.