ძეგლისდება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ძეგლისდება (ძეგლის დადება, ძეგლისწერა) — შუა საუკუნეების საქართველოში საკანონმდებლო აქტის დადგენა-ჩამოყალიბება წერილობით საბუთად, „გაჩენა და დაბადება“ ძეგლად: თვითონ ასეთი საკანონმდებლო ძეგლი („განაჩენი“) განმტკიცებული სახით. ვარაუდობენ, რომ ძეგლის დადებაში აღიბეჭდა უძველესი ხერხი კანონის გამოკვეთისა ქვის სვეტზე (მაგ. ხამურაბის კანონები). ძეგლის დადების მსგავსი გამოთქმები საბუთებში იშვიათი როდია, მაგრამ თვით ამ სახელწოდების აქტებად ცნობილია „რუის-ურბბნისის კრების ძეგლისწერა“ და „ძეგლის დადება მეფეთ მეფის გიორგის მიერ“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]