ძეგვის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ძეგვის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის ნაპირას, მჭიდროდ დასახლებულ უბანში.

კოშკი წრიული ფორმისაა. ნაგებია რიყის ქვითა და ბრტყელი აგურით. სამსართულიანია. მთავარი შესასვლელი მეორე სართულზე აქვს. მთავარი კარი მასშტაბური და მოპირკეთებულია. მის წირთხლებად, ზღურბლად და არქიტრავულ გადახურვად გამოყენებულია საფლავის ქვები. მარჯვენა მხარეს ჩადგმულ ქვას კიდეზე მხედრულით შესრულებული წარწერაც აქვს. კოშკის ყველა სართულზე დატანებულია ვიწყო სათოფურები, რომლებიც იმავე დროს სარკმლის როლსაც ასრულებდა. სართულშორისი მაკავშირებელი კედელში ჩატანებული კიბეა. სართულშორის გადახურვა გვირგვინოვანია და აგურითაა ნაშენი. პირველი სართული სამეურნეო დანიშნულების უნდა ყოფილიყო. კედლებში გაკეთებულია დაბალი თაღოვანი და მართკუთხა ფორმის ღრმა ნიშები. მეორე სართული საცხოვრებელი. კარის პირდაპირ გაკეთებულია თაღოვანი ბუხარი. მესამე სართული საბრძოლო ბანია, რომელსაც აუცილებლად უნდა ქონოდა ქონგურები, რომელიც ამჟამად აღარ არსებობს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10624