ძაღლისპირა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ძაღლისპირა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  მრავალძარღვასებრნი
გვარი:  დევისპირა
სახეობა:  ძაღლისპირა
ლათინური სახელი
Antirrhinum majus L.

ძაღლისპირა (ლათ. Antirrhinum majus) — ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო – 25-80 სმ სიმაღლის, მარტივი ან დატოტვილი, ზედა ნაწილში შებუსული. ფოთლები – ლანცეტა ფორმის, მოპირისპირედ ან იშვიათად, მორიგეობით განლაგებული. ყვავილედი კომპაქტურია, ყვავილი დიდი ზომისაა, მეწამული, ყვითელი ან თეთრი. მცენარე იზრდება ქვიან ადგილებში, კედლებზე. ფართოდ არის კულტივირებული და გაველურებული. გვხვდება მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიას, სამხრეთ ევროპას, ჩრდილოეთ ამერიკას/გაველურებულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სუხიტაშვილი კ., საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ., 2018, გვ. 596.