ძაღინის ამაღლების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ძაღინის ამაღლების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ძაღინაში, ძველ სასაფლაოზე აგებულია შუა საუკუნეებში.

ეკლესიიდან შემორჩენილია ჩრდილოეთ კედლის მცირე ნაწილი. სამშენებლო მასალად გამოყენებულია თლილი ქვა. ეკლესიის დანარჩენი კედლები არ იკითხება. ძეგლის დათარიღება გაწმენდის გარეშე შეუძლებელია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004