ძაღალქომის ეკლესიის ნანგრევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ძაღალქომის ეკლესიის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძაღალქომში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში

ეკლესიის შემორჩენილი კედლების მიხედვით ჩანს, რომ იგი ნაგებია რიყის ქვით. გეგმით სწორკუთხა ნაგებობა, აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით. კედლების სიმაღლე 2-3 მეტრს აღწევს. დასავლეთ კედელზე შემორჩენილია სარკმლის მარჯვენა წირთხლი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004