ძაგნაკორელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ძაგნაკორელი — XVII-XVIII საუკუნეების პოეტი, ოცმარცვლიანი სალექსო საზომის შემომღები. მის შესახებ მწირი ცნობებია მოღწეული. გადმოცემით ცნობილია, რომ იყო რიტორი, საამო ლექსთა გამომთქმელი[1]. როგორც სამეცნიერო წრეებში მიიჩნევენ[2], ძაგნაკორელი იყო ძველი ფეოდალური გვარის წარმომადგენელი, რომლის სამფლობელოც იყო ძაგნაკორა (არაგვის ხეობაში). აქედან უკვე პოეტის ზედწოდება - ძაგნაკორა.

ძაგნაკორელს შემოუღია სალექსო ფორმა, რომელსაც შემდგომ „ძაგნაკორული“ ეწოდა. ამ ტიპის ლექსის თითოეული სტროფი შედგება ოთხი ტაეპისაგან, ტაეპი ოცმარცვლიანია, აქვს გარეგანი რითმა და სარითმო ერთეული ყოველ ტაეპში ერთია. ყოველ სტროფში რეფრენის სახით მეორდება მეოთხე ტაეპი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კ. კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, II ტომი, 1958, გვ. 282.
  2. პ. ინგოროყვა, რუსთაველის ეპოქის სალიტერატურო მემკვიდრეობა, რუსთაველის კრებული, 1938, გვ. 79.