ცხოვრების დონე
ცხოვრების დონე — სოციალ-ეკონომიკური კატეგორია, რომელიც ადამიანთა მატერიალური და კულტურული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ხარისხს აჩვენებს. საზოგადოებრივი კეთილდღეობის უზრუნველყოფის დონეს აღნიშნავს და ცხოვრების წესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს.
ცხოვრების დონის დინამიკა მის წესსა და განვითარებაზე ახდენს გავლენას. ასევე, განსაზღვრავს ადამიანის კეთილდღეობის ხარისხს. ცხოვრების დონის მაჩვენებელია: შრომის ანაზღაურების რაოდენობა, შემოსავალი, ინდივიდის ან ოჯახის რეალური კეთილდღეობისა და მომსახურების მოცულობა, სასურსათო და სამრეწველო საქონლის მოხმარების დონე, სამუშაო და თავისუფალი დროის ხანგრძლივობა, საცხოვრებელი პირობები, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურის დონე და სხვა.
ცხოვრების დონე მოიცავს, აგრეთვე, საყოფაცხოვრებო, ქცევის, მოხმარების კულტურას, საზოგადოებრივ წესრიგს და ა.შ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზურაბიშვილი, დ., გობრონიძე გ., სამოქალაქო განათლების ლექსიკონი, საიას იურიდ. განათლ. ხელშეწყობის ფონდი, თბ., 2011. ISBN 978-9941-0-3354-4.