ცხოველმყოფელი წყარო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ცხოველსმყოფელი წყარო)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ცხოველსმყოფელი წყარო
px
'
ძირითადი ინფორმაცია
{{{ხატის ზომა}}}

ცხოველმყოფელი წყარო — ხატი, რომელიც სასწაულთმოქმედ წყაროზე აგებულ ღვთისმშობლის ტაძრის პატივსაცემად დაიწერა. ღვთისმშობლის ტაძრის განახლების მოძრავი საეკლესიო დღესასწაული, რომელიც აღდგომის პირველი კვირის პარასკევს აღინიშნება. გადმოცემის თანახმად დაარსებულია ლეონ I-ის მიერ, V საუკუნეში.

კონსტანტინეპოლის ახლოს ღვთისმშობლის სახელზე გაშენებული იყო ჭადრების ხეივანი და საუცხოო წყარო ამოდიოდა. ამ წყაროსთან მრავალგვარი სნეულებით შეპყრობილი ადამიანები განიკურნებოდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ადგილი გაუბადურდა.

ერთხელ აქ მხედარმა ლეონ მარკელაოსმა, მოინდომა წყალი ეპოვა დამაშვრალი ბრმა მწირისთვის, რომელიც ამ მიდამოებში შეხვდა გზად. მას წყლის ძებნაში სასწაულებრივად ესმა ხმა, რომელმაც მიასწავლა წყარო. მითითების მიხედვით ლეონმა წყალი ბრმას თვალებზე სცხო, მოხუცს მხედველობა დაუბრუნდა. ეს ამბავი 450 წლის 4 აპრილს მოხდა. სწორდ მაშინ დაიწერა ეს ხატიც. მას შემდგომ რაც ლეონი იმპერატორი გახდა (455— 473)იმ ადგილას სადაც წყარო მოდიოდა ააშენა ეკლესია რომელსაც ცხოველსმყოფელი წყარო დაარქვა. მასშემდეგ ამ ტაძარმა რამდენიმეჯერ იცვალა სახე თუმცა მას შემდეგ რაც კონსტანტინეპოლი დაეცა ეს ტაძარიც განადგურდა.და მხოლოდ 1834—1835 წლებში ცხოველსმყოფელ წყაროზე კვლავ აღადგინეს ტაძარი. ცხოველსმყოფელი წყაროს“ ხატის ერთ-ერთი ასლი, საროვოს უდაბნოში განდიდდა. მის წინაშე ლოცულობდა წმ. სერაფიმე საროველი. ამ ხატის იკონოგრაფია უკავშირდება ძველი ბიზანტიური ხატის ნიკოპეია კირიოტისა (გამარჯვების მომტანი) ტიპს. თავდაპირველად ცხოველმყოფელი წყაროს ხატის ასლები ვრცელდებოდა წყაროს გარეშე. შემდგომ გამოსახულებაში გამოჩნდა ფიალა ხოლო მოგვიანებით კი ამ სახელწოდების ხატში გაჩნდა მცირე აუზი. თავად ნიკოპეია კირიოტისა ღვთისმშობლის ხატი თავდაპირველად წარმოდგება «Знамению» ხატისაგან.