ცხინვალის წმინდა გიორგის ეკლესია (ზღუდერი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ცხინვალის წმინდა გიორგის ეკლესია (ზღუდერი) — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის ქალაქ ცხინვალში, სასაფლაოზე. აგებულია XVIII საუკუნეში.

ეკლესიის სამხრეთის შესასვლელის თავზე შემორჩენილია ქვის ფილა ექვსსტრი-ქონიანი ასომთავრული წარწერით:

ვიკიციტატა
„ჰოი, ახოვანო მოწამეთა შორის მთავარ მოწამეო წმინდაო გიორგი (მწე და) მფარველ გვექმენ ორთავე შინა ცხოვ(რებასა მადიდე) ბე-ლსა დედოფალთ დედოფალსა ხელმწიფის დად(იანის დასა) მარიამს და ნაცვალ გვა-გე მადლი დაფარვა შენ მიერი დღესა მას დიდისა გან (კით) ხვისასა, ამინ.“

აღმოსავლეთი ფასადის წარწერა მოთავსებულია სარკმლიდან მარცხნივ. წარწერა სამსტრიქონიანია:

ვიკიციტატა
„წმინდაო, ღვაწლისა მძლეო, მოწამეთა შორის წარჩინებულო წმი-ნდაო (გიორგი) ზღუდრი (საო მწე და) მფარველ ექმენ ტაძრისა შენისა და ზედა მდგომელსა მ (იქაელსა)... ძეს იოანეს ცოდვანი მის(ნი შეუნდვენ, ამინ). “

დარბაზული ეკლესია დგას ხელოვნურ სუბსტრუქციაზე. იგი მთლიანად შეთეთრე-ბულია, წარწერიან ქვაზე კირია გადასმული. სადა, ეკლესიის ერთადერთ მორთულო-ბას წარმოადგენს ჯვრის რელიეფური გამოსახულება, რომელიც მოთავსებულია დასავლეთ ფასადზე. ეკლესია არ გამოირჩევა ხუროთმოძღვრული თვალსაზრისით. იგი მნიშვნელოვანია თავის ორი წარწერით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 222-223
  • МеписашвилиР., ЦинцадзеВ., ПамятникиУ-Х1 вв. Вкн.:"АрхитектуранагорнойчастиисторическойпровинцииГрузии - Шида-Картли", Тб., 1975, стр. 137.
  • მაკალათია ს. - ლიახვის ხეობა. გვ. 45.
  • მეგრელიძე ი., ლიახვის ხეობის წარწერები და სხვა სიძველეები (ზღუდერი), თსუ შრომები, ტ. 99, 1962, გვ. 239.
  • ცოტნიაშვილი მ., ცხინვალის ისტორიისათვის, სტალინირი, გვ. 51