ცხინვალის ღვთისმშობლის სამრეკლო-სამლოცველო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ცხინვალის ღვთისმშობლის სამრეკლო-სამლოცველო — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის ქალაქ ცხინვალში, ჯაფარიძის ქუჩა 8-ზე. აგებულია XIX საუკუნეში.

სამრეკლოს ქვედა სართული სამლოცველოდ გადაუკეთებიათ, ხოლო ეკლესია დაა-ნგრიეს XX ს-ის 60-იან წლებში. მის ადგილას ააშენეს საცხოვრებელი სახლი. ეკლე-სია და სამრეკლო ქართული აგურით იყო ნაშენი. სამრეკლო-სამლოცველო სწორკუთხა ნაგებობაა. შესასვლელი სამხრეთ კედელშია. სათავსი გადახურულია დაბალი გუმბათით. იგი ოთხივე მხარეს თაღებს ეყრდნობა. დასავლეთ კედელში სწორკუთხა სარკმელია. იატაკი ბეტონისაა. კედლები შელესილ-შეთეთრებულია.

მეორე სართული მონგრეულია. გადარჩენილია აგრეთვე სვეტების ბაზისები. ისინი მრგვალი ფორმისაა. სამრეკლოს აღმოსავლეთიდან გაურკვეველი დანიშნულების კედლის ფრაგმენტები ემიჯნება. ძეგლი ავარიულია. აღმოსავლეთიდან სამრეკლოს მიშენებული აქვს ავტოსადგო-მი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 224-225