ცხინვალის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ცხინვალის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, თავდაცვითი ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის ცხინვალის რეგიონში. აგებულია XVII საუკუნეში.

კოშკი, ნაგებია დიდი ზომის რიყის ქვებით სქელ დუღაბზე. გეგმით კვადრატია, სამხრეთით გააჩნია თაღოვანი შესასვლელი. შესასვლელის ორივე მხარეს სწორკუთხა ნიშებია. ასეთივე თითო ნიშა დატანებულია დანარჩენ კედლებში. კოშკი გადახურული იყო შეისრული კამარით. შემორჩენილია კამარის ქვედა წყობის ფრაგმენტები. დასავლეთ კედელში სწორკუთხა სარკმელია. შემორჩენილია მეორე სართულის ჩრდილოეთი კედლის ნაწილი. ჩამონგრეულია კოშკის აღმოსავლეთი კედელი. იატაკი ავსებულია ჩამონაშალი ქვა-ღორღით. კედლებზე შემოხვეულია სურო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 225