ცხინვალის ამაღლების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ცხინვალის ამაღლების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის ქალაქ ცხინვალის აღმოსავლეთ განაპირას. აგებულია XVI - XVII საუკუნეებში.

ეკლესია რიყის ქვით და ქართული აგურითაა აშენებული. იგი დარბაზულია. ინ-ტერიერში აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდაა, ცენტრში თაღოვანი სარკმლით. აბსიდას კუთხეებში თაღოვანი ნიშები აქვს. კონქი სფერული ფორმისაა. გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილში განიერი, თაღოვანი სარკმლებია, ამ კედ-ლების ცენტრებში პილასტრებია. მათზე გადადის განიერი თაღი, რომელიც იჭერს ცილინდრულ კამარას. დასავლეთი კედლის ზედა, ცენტრალურ ნაწილში თაღოვანი სარკმელია.

ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია. იგი გარედან თაღოვანია. შიგნიდან კარები არქიტრავული იყო, მაგრამ არქიტრავი ჩამოვარდნი-ლია. შიდა კედლები შელესილია. აღმოსავლეთი ფასადის სარკმლის თავზე აგურის წყობაში ჩაძირული, გოლგოთის ჯვარია გამოსახული. ეკლესიას გარს უვლის აგურის სამი ზოლისგან შემდგარი ლა-ვგარდანი. აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადების კუთხეებში ორ-ორი პილასტრია, სამხრეთისა და ჩრდილოეთისაზე სამ-სამი.

ფასადები ნაშენია რიყის ქვით, აგურის წყობის მონაცვლეობით. დასავლეთ ფას-ადს კეხზე დადგმული აქვს აგურის მცირე სამრეკლო. კამარა და დასავლეთი კედელი დამსკდარია. ჩამოდის წყალი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 221-222