შინაარსზე გადასვლა

ცხვირა ტილჭირი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცხვირა ტილჭირი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ბაიასებრნი
გვარი:  ტილჭირი
სახეობა:  ცხვრის ტილჭირი
ლათინური სახელი
Aconitum nasutum Fisch. ex Rchb.

ცხვირა ტილჭირი (ლათ. Aconitum nasutum) — მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო წვრილი და დაკლაკნილია. ფოთლები კვერცხის ფორმისაა, სამკუთხოვანი ან მახვილსამკუთხოვანი, თათისებურად განკვეთილი ფართო, ლანცეტა სეგმენტებად. ყვავილედი დატოტვილია, მეჩხერი, საგველასებური. ყვავილები ლურჯი ფერისაა. იზრდება ტყის ზედა და სუბალპური სარტყლების ფერდობებზე, ბუჩქნარებში და მდელოებზე. საქართველოში გვხვდება თითქმის ყველგან. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს სამხრეთ კავკასიას. კავკასიის ეკორეგიონის ენდემია.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ცხვირა_ტილჭირი“-დან