ცხენი პალტოთი (ძეგლი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცხენი პალტოთი
Конь в пальто
კოორდინატები 43°34′23″ ჩ. გ. 39°43′52″ ა. გ. / 43.57306° ჩ. გ. 39.73111° ა. გ. / 43.57306; 39.73111
მდებარეობა სოჭი, რუსეთი
მოქანდაკე აკოფ ხალაფიანი
დაწყების თარიღი 2007
დასრულების თარიღი ივნისი, 2007

ცხენი პალტოთი (რუს. Конь в пальто) — ძეგლი რუსეთის ქალაქ სოჭში. კომპოზიცია ცნობილი რუსული ანდაზის გმირს ეძღვნება. ძეგლის ქალაქის ცენტრში 2007 წელს დაიდგა და ანეკდოტურ პერსონაჟს განასახიერებს, რომელიც ზღაპრისთავში „Кто, кто? Конь в пальто!“ ფიგურირებს. ძეგლის ავტორი სოჭელი მოქანდაკე აკოფ ხალაფიანია.

ძეგლის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარმოსადეგი ცხენი ძვირფასი ინგლისური პალტოთი, მარცხენა ჩლიქში ჭიქა ღვინითა და საფირმო ჩიბუხით ზის. ცხენი ფართო ღიმილიანი სახით ამბობს: жизнь, мол, удалась!

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს რუსეთის ქალაქ სოჭის ცენტრალურ რაიონში, ტეატრალნაიას ქუჩაზე.

შექმნის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფიგურა „ცხენი პალტოთი“ 2007 წელს სოჭელმა მოქანდაკე აკოფ ხალაფიანმა დაამზადა. ძეგლის დასამზადებლად დიდი დიამეტრის წყალსადენის შავი ლითონისგან დამზადებული მილის 80 კილოგრამიანი ნაწილი გამოიყენეს. მონუმენტზე მუშაობისას მოქანდაკემ სამჭედლო ქურა, ჩაქუჩი, ურო და შემდურებელი აპარატი გამოიყენა.

ძეგლის ხარჯების დაფინანსება თავის თავზე ერთ-ერთმა სოჭელმა მეცენატმა აიღო. მთლიანმა ხარჯმა 120 000 რუბლი შეადგინა. ძეგლი ქალაქმა სოჭმა შეიძინა.

ინტერნეტ-რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]