ცხელება პაპატაჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ცხელება პაპატაჩი

ფლებოტომუსი
კლასიფიცირება და გარე წყაროები
ICD-10 A93.1
ICD-9 066.0
MeSH D010217

ცხელება პაპატაჩი (იტალ. pappa — კბენს და tace — ჩუმად) — მოსკიტური ცხელება, სამდღიანი ცხელება — დაავადებას იწვევს ვირუსი, რომელიც ორგანიზმში ხვდება მოსკიტის (მდედრის) — ფლებოტომუსის (კერძოდ Phlebotomus pappatassi) კბენის შედეგად. ინკუბაციური პერიოდი 3-6 დღე გრძელდება. იწყება მწვავედ, ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი (რომელიც ძლიერდება თვალების მოძრაობისას), აგრეთვე წვივის კუნთებისა და ზურგის მწვავე ტკივილი. ვირუსი ავადმყოფის სისხლში ვლინდება დაავადებიდან 24-36 საათის შემდეგ. დაავადება გავრცელებულია ცხელ ქვეყნებში (აფრიკა, აზია, ამერიკა, ხმელთაშუა ზღვის სანაპირო და სხვა).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]