ცხავერის მეორე ნასოფლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ცხავერის ნასოფლარი.

ცხავერის მეორე ნასოფლარიარქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხავერიდან ორასიოდე მეტრზე, ადგილ სამებაზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ნასოფლარზე გამოვლინდა შენობათა საძირკვლის ნაშთები, რამდენიმეიარუსიანი ხელოვნური ტერასები. ზედაპირულად იპოვება წითლად გამომწვარი უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ნამტვრევები. ნასოფლარზე შემორჩენილია სამების დარბაზული ეკლესიის ნანგრევები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]