ცურუგაოკა ჰაჩიმანგუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცურუგაოკა ჰაჩიმანგუ

ცურუგაოკა ჰაჩიმანგუ (იაპონ. 鶴岡八幡宮) — ყველაზე მნიშვნელოვანი სინტოისტური სამლოცველო იაპონიაში, კანაგავის პრეფექტურის ქალაქ კამაკურაში. სამლოცველო ქალაქ კამაკურას გეოგრაფიულ და კულტურულ ცენტრში მდებარეობს. ქალაქი სწორედ მის ირგვლივ გაშენდა. სამლოცველო მნიშვნელოვან ფესტივალებს მასპინძლობს და ორ მუზეუმს მოიცავს.

ცურუგაოკა ჰაჩიმანგუ ისტორიის მანძილზე არა მხოლოდ ჰაჩიმანის სამლოცველო, არამდე ტენდაის ბუდისტური ტაძარიც იყო, რაც ხსნის მის ზოგად იერსახეს, რომელიც იაპონური ბუდისტური არქიტექტურისთვის იყო დამახასიათებელი.[1]

სამლოცველოს ქვის დიდი საფეხუროვანი კიბის მარცხენა მხარეს 1000 წლოვანი გინკგოს ხე ხარობდა, რომელიც 2010 წლის 10 მარტს ქარიშხალმა ამოძირკვა. შედის იაპონიის მნიშვნელოვანი კულტურული საკუთრების სიაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცურუგაოკა ჰაჩიმანგუ თავდაპირველად 1063 წელს აშენდა, როგორც ივაშიმიზუს სამლოცველოს ნაწილი ძაიმოკუზაში, სადაც ამჟამად პატარა სინტოისტური სამლოცველო დგას და იმპერატორ ოძინისადმი, დედამისის, იმპერატორ ძინგუსა და მისი ცოლის, ჰიმე-გამისადმი იყო მიძღვნილი. 1191 წელს კამაკურას სიოგუნეთის დამაარსებელმა, მინამოტო ნო იორიტიმომ იგი ამჟამინდელ ადგილად გადაიტანა და იქ საცხოვრებლად ჰაჩიმანი მიიწვია.[1]

მინამოტო ნო სანეტომოს მკვლელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამლოცველოში მომხდარი ერთ-ერთი ისტორიულიო მოვლენაა მინამოტო ნო იორიმოტოს უკანასკნელი ვაჟის მკვლელობა. 1219 წლის 12 თებერვლის ღამეს, უდაიძინის წოდების მიღების შემდეგ სიოგუნი მინამოტო ნო სანეტომო ცურუგაოკა ჰაჩიმანგუს მთავარი სამლოცველოდან ბრუნდებოდა.[2] მისი დიშვილი, კიგიო, მეორე სიოგუნის, მინამოტო ნო იორიის ვაჟი, სიოგუნად გახდომის იმედით სამლოცველოს ქვის კიბეებზე მოულოდნელად თავს დაესხა სანეტომოს და მოკლა.[2] მკვლელს ხშირად ასახავენ გიგანტური გინგკოს ხის უკან ჩასაფრებულად, მაგრამ იმდროინდელ ტექსტებში ხე არ არის მოხსენიებული. აღნიშნული დეტალი მხოლოდ ედოს პერიოდში გამოჩნდა. მკვლელობისთვის კიგიოს რამდენიმე საათის შემდეგ თავი მოჰკვეთეს.[2] ამის შემდეგ მინამოტოს კლანსა და კამაკურას მმართველობას სეივა გენჯი ჩაუდგა სათავეში.

სამლოცველო და ტაძარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცურუგაოკა ჰაჩიმანგუ ამჟამად მხოლოდ სინტოისტური სამლოცველოა, თუმცა 700 წლის მანძილზე, დაარსებიდან 1868 წლამდე, სანამ სინტოსა და ბუდიზმის გაყოფის ბრძანება გამოიცემოდა, მისი სახელი ცურუგაოკა ჰაჩიმანგუ-ძი (鶴岡八幡宮寺) იყო და კამაკურაში ერთ-ერთი უძველესი ბუდისტური ტაძარი იყო. ბუდიზმისა და კამის თაყვანისცემა საუკუნეების მანძილზე დაშვებული იყო და კომპლექსს ჯინგუ-ძი ეწოდებოდა, სანამ მეიძის მთავრობამ პოლიტიკური მიზეზების გამო იგი არ აკრძალა.[3] ჰონჩი სუიჯაკუს თეორიის მიხედვით, კამი მხოლოდ უნივერსალური ბუდას ადგილბრივი სახე იყო, ხოლო ჰაჩიმანი ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე პოპულარული სინკრეტული ღმერთის სახე.

ღონისძიებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცურუგაოკა ჰაჩიმანგუ ბევრი კულტურული ღონისძიების ცენტრია. სამცლოველოს ტერიტორიაზე ტარდება როგორც ცხენის ზურგიდან მშვილდით სროლის, ისე იაპონური მშვილდოსნობის შეჯიბრებები.[4] sსამლოცველო მოიცავს იორდასალამის ბაღებს, ყავის სამ მაღაზიას, საბავშვო ბაღს, ოფისებსა და მედიტაციისთვის განკუთვნილ დარბაზს. მის ტერიტორიაზე მდებარეობს ორი მუზეუმი: კამაკურას ეროვნული საგანძურის მუზეუმი, რომელიც ქალაქ კამაკურას მმართველთა დაქვემდებარებაშია და პრეფექტურის დაქვემდებარებაში მყოფი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი. ჯერ კიდევ VII საუკუნეში ქალაქ უსაში, კიუსიუზე, ჰაჩიმანს მიროკუ ბოსაცუსთან ერთად ეთაყვანებოდნენ.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Mutsu (1995/06: 102-104)
  2. 2.0 2.1 2.2 Azuma Kagami; Mutsu (1995/06: 102–104)
  3. Encyclopedia of Shinto - Shinbutsu Bunri accessed on June 7, 2008 (ინგლისური)
  4. Kamiya (2008: 17 - 23)