ცუკიშიმა


ცუკიშიმა(月島) — ადგილი ჩუოში, ტოკიო, იაპონია, სუმიდას მდინარეს შესართავთან; აღგენილი მიწა ცუკუდას რაიონში. ამ მიწის აღდგენა დამთავრდა 1892 წელს, ტოკიოს ყურეში საზღვაო არხის შესაქმნელად შესრულებული დრენაჟის სამუშაოებიდან მორჩენილი მიწის გამოყენებით.[1] ამ დროს ის, ფუკოკუ კოჰეის ეროვნული პოლიტიკის შესაბამისად, ინდუსტრიალური ზონა იყო.
თავდაპირველად, ცუკუდას კუნძული მდინარის შესართავთან მოთავსებულ პატარა კუნძულს წარმოადგენდა. ის დასახლებული იყო მეთევზეებით, რომლებიც ოსაკადან მიგრირდნენ ადრეულ 1600-იან წლებში. თავდაპირველად ცუკუდას კუნძული, ახლა ექსკლუზიური სასახლეებისა და პარკის კომპლექსის - Rivercity 21-ს სახლია.
ამბობენ, რომ ეს სახელი (პირდაპირი მნიშვნელობით „მთვარის კუნძული“) თავდაპირველად დაწერილი იყო იეროგლიფებით (築島), რომლებიც იკითხებოდა, როგორც „ცუკიშიმა“, და ნიშნავდა „აშენებულ კუნძულს“.
დღესდღეობით ის ცნობილია მრავალი რესტორნით, რომლებიც სპეციალიზებულები არიან მონჯაიაკის დამზადებაში.[2]
ცუკიშიმას სადგურს ემსახურება ტოკიოს მეტროს იაკუჩოს ხაზი და ტოეის მეტროს ოედოს ხაზი.
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩუოს ქალაქის განათლების საბჭო მართავს საშუალო სკოლებისა და დაწყებით სკოლებს.
ზონირებული დაწყებითი სკოლები მოიცავს:[3]
- ცუკუდაჯიმას დაწყებითი სკოლის (佃島小学校) საზღვრები მოიცავს 1 ჩომეს ნაწილს.
- ცუკიშიმა დაიჩის (ცუკიშიმა No. 1) დაწყებითი სკოლის (月島第三小学校) საზღვრები მოიცავს მთელ 3 ჩომეს სკოლას და 1,2 და 4 ჩომეს ნაწილებს.
- ცუკიშიმა დაისანი (ცუკიშიმა No. 3) დაწყებითი სკოლის (月島第一小学校) საზღვრები მოიცავს მე-2 და მე-4 ჩომეს.
ზონირებული საშუალო სკოლები მოიცავს:[3]
- ცუკუდას საშუალო სკოლის (佃中学校) საზღვრები მოიცავს 1 და მე-3 ჩომეს, ასევე მე-2 და მე-4 ჩომეს ნაწილებს.
- ჰარუმის საშუალო სკოლის (晴海中学校) საზღვრები მოიცავს მე-2 და მე-4 ჩომეს ნაწილებს.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 4 Unique Food & Drink Experiences You Can Only Have in Tokyo en. ციტირების თარიღი: 2022-10-09
- ↑ Tsukiji Honganji Tsukuda Building: Temple and Seniors’ Residence Under One Roof en (2022-10-06). ციტირების თარიღი: 2022-10-09
- ↑ 3.0 3.1 区立学校一覧. Chuo City. ციტირების თარიღი: 2022-10-08.