ცუკემონო
ცუკემონო (漬物) — იაპონური დაკონსერვებული ბოსტნეული (ძირითადად დამწნილებული მარილში, მარილწყალში[1] ან ბრინჯის ქატოში)[2]. ცუკემონოს ხშირად მიირთმევენ ბრინჯთან ერთად, როგორც გვერდით კერძს (ოკაძუ), სასმელთან – როგორც მსუბუქ წასახემსებელს (ოცუმამი), ასევე ძირითად კერძთან ან მის მოსართავად. გარდა ამისა, ის ხშირად შედის კაისეკის – იაპონური ჩაის ცერემონიის მრავალსაფეხურიან მენიუში.

ალტერნატიული დასახელებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცუკემონოს ასევე ეძახიან კონომონოს, ოშინკოს და ოკოკოს. იაპონურად ყველა სიტყვის მნიშვნელობა არის „სურნელოვანი კერძი“[2] კო ან კო (ko/kō) ორივე ნიშნავს სურნელოვანს და ეს ტერმინი გამოიყენება, როგორც ნიობო კოტობა ან „ქალის სიტყვა“ მისოს სუნის აღსანიშნავად. დროთა განმავლობაში, ეს ტერმინი ასევე გამოიყენებოდა კიტრის მწნილისთვის, ასევე მისი სუნის აღსანიშნავად. ოშიკო უფრო კონკრეტულად აღნიშნავდა ბოსტნეულს, რომელიც მსუბუქად იყო დამწნილებული და რომელსაც ფერი ჯერ არ შეეცვალა. ეს ტერმინი დღსდღეობით უფრო ფართოდ გამოიყენება, ზოგადად მწნილების აღსანიშნავად.
ცუკემონოს დამზადება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცუკემონოს დამზადებისთვის საჭიროა კონტეინერი, მარილი და რაიმე ისეთი, რომ მწნილზე ზეწოლა მოახდინოს.[2]
ცუკემონოკი არის იაპონური მწნილის საწნეხი. ზეწოლას წარმოქმნის ორი მძიმე ქვა, მათ უწოდებენ ცუკემეონო ოში-ს, რომლების წონა აროს ერთი-ორი კილოგრამი, ზოგჯერ უფრო მეტი. ეს მწნილის საწნეხი დღესდღეობითაც გამოიყენება და შეიძლება გაკეთებული იყოს განსხვავებული მასალისგან, როგორიცაა პლასტმასი, ხე, შუშა ან კერამიკა. სანამ ცუკემონო ოში გამოყენებაში შემოვიდა, წნევა კონტეინერის სახელურსა და კონტეინერის თავსაფრის სოლის ჩაწევით ხდებოდა.[2]
ეს საწონი ან ქვის ან ლითონისაა, იგი თავზე სახელურითა და ხშირად საკვებისთვის ნეიტრალური პლასტმასის ფენითაა დაფარული. კიდევ ერთი თანამედროვე მწნილის საწნეხის ტიპი ძირითადად დამზადებული არის პლასტმასისგან და საირო წნევა იქმნება ხრახნის მობრუნებით და მწნილზე დამაგრებით.[2]
ასაზუკე არის დამწნილების მეთოდი, რომელიც ხასიათდება მისი დამზადების მოკლე პერიოდით.


| სახეობები | კანჯი | მწნილის ინგრედიენტი |
|---|---|---|
| შიოზუკე | 塩漬け | მარილი |
| სუზუკე | 酢漬け | ძმარი |
| ამასუზუკე | 甘酢漬け | შაქარი და ძამარი |
| მისოზუკე | 味噌漬け | მისო |
| შოიუზუკე | 醤油漬け | სოიოს სოუსი |
| კასუზუკე | 粕漬け | საკე კასუ (საკეს ნალექი) |
| კოჯიზუკე | 麹漬け | ობის-კულტივირებული ბრინჯი |
| ნუკაზუკე | 糠漬け | ბრინჯის ქატო |
| კარაშიზუკე | からし漬け | ცხარე მდოგვი |
| სატოზუკე | 砂糖漬け | შაქარი |
ცუკემონოს ტიპები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფავორიტების შორისაა ტაკუანის (დაიკონი), უმებოშის (უმე ქლიავი), ტურნეფსის, კიტრისა და ჩინური კომბოსტოს მირთმევა ბრინჯთან ერთად კერძის თანხლებით.
ბენი შოგა (წითელი ჯანჯაფილი, მარილწყალში დამწნილებული უმებოში) გამოიყენება, როგორც გარნირი ოკონომიაკიზე, ტაკოიაკისა და იაკისობაზეც.
გარი (თხლად დაჭრილი ახალი ჯანჯაფილი, რომელიც შაქრისა და ძმრის ხსნარშია დამარინადებული) გაოიყენება სუშის კერძებს შორის, გემოვნების გასაწმენდად.

რაკკიოზუკეს (რაკიოს, ხახვის სახეობის მწნილი) ხშირად მიირთმევენ, როგორც იაპონურ კარის. რაკკიოზუკე ცოტათი მჟავეცაა და ტკბილიც, აქვს რბილი და სუფთა გემო, რაც გამოწვეულია იმით, რომ ძმარსა და მირინში ინახება, ეს მეთოდი ასევე ამცირებს მის მწარე გემოს. მას იყენებენ იმისათვის, რომ კერძში არსებული სხვა ინგრედიენტების ძლიერი არომატები დააბალანსოს.
ფუკუჯინზუკე არის დაიკონის, ბადრიჯნის, ლოტუსის ფესვისა და კიტრის ნარევი, რომელიც დამწნილებულია და არომეტიზებულის სოიოს სოუსში.
ბეტარაზუკე არის დაიკონის მწნილის სახეობა, რომელიც პოპულარულია იაპონიაში.
მაცუმაზუკე არის მწნილის კერძი, რომელიც დამზადებულია სურუმეთი, კომბუთი, კაზუნოკოთი, სტაფილოთი და ჯანჯაბფილით, საკეს, სოიოს სოუსის და მირინის ნარევით.

ნოზავანა არის ფოთლოვანი მწნილის ბოსტნეული, რომელიც დამახასიათებელია ნაგოიას პრეფექტურისთვის.
ცუკემონოს ტარიფები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ევროკავშირსა და აშშ-ს სავაჭრო კოდექსების მიხედვით, ცუკემონო მიეკუთვნება „დაკონსერვებულ ბოსტნეულს“ და არა „მწნილს“, რადგან მისი შენახვა ჩვეულებრივ არ ხდება ძმარმჟავაში ან გამოხდილ ძმარში, ამის გამო, მას განსხვავებული საგადასახადო კატეგორია აქვს, ვიდრე დასავლურ მწნილებს.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Reid, Libby (August 2008). TSUKEMONO: A Look at Japanese Pickling Techniques. Kanagawa International Foundation, გვ. 4. დაარქივებული 2010-11-24 საიტზე Wayback Machine.
- 1 2 3 4 5 Hisamatsu, Ikuko (2013). Tsukemono Japanese Pickling Recipes. Japan: Japan Publications Trading Co., LTD. and Boutique-sha, Inc., გვ. 6. ISBN 978-4-88996-181-2.