ცუგის ტბა
იერსახე
ცუგის ტბა | |
---|---|
![]() ცუგის ტბა | |
კოორდინატები: 47°07′ ჩ. გ. 8°29′ ა. გ. / 47.117° ჩ. გ. 8.483° ა. გ. | |
მდებარეობა | ![]() |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 413 მ |
სიგრძე | 13.8 კმ |
სიგანე | 4.7 კმ |
ფართობი | 38 კმ² |
მოცულობა | 3,18 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 83.2 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 197 მ |
აუზის ფართობი | 246 კმ² |
ცუგის ტბა (გერმ. Zugersee) — ტბა ცენტრალურ შვეიცარიაში, ალპების ჩრდილოეთ მთისწინეთში, ცუგის, შვიცისა და ლუცერნის კანტონების ტერიტორიაზე. მოქცეუილია ძველმყინვარულ ქვაბულში, ზღვის დონიდან 413 მ სიმაღლეზე. ფართობი 38 კმ², მაქსიმალური სიღრმე 197 მ. ჩრდილოეთი ნაპირები დაბალია, სამხრეთ-დასავლეთი მონაკვეთი — ამაღლებული, სადაც იჭრება რიგის მთის ფერდობები. სანაპიროს სიახლოვეს გადის 3 რკინიგზის ხაზი. მდიდარია თევზით, მათ შორის მოიპოვება კალმახის ენდემური ფორმა. ნაპირებზე გაშენებულია ქალაქი ცუგი. არის კურორტები, განვითარებულია ტურიზმი. სანაოსნოა. 1852 წელს ტბაზე პირველად გაუშვეს გემი. ტბაზე გაედინება მდინარე ლორცე.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ცუგის ტბა“ ვიკისაწყობში.
- ცუგის ტბა — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)