ცრუ მიქლიო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ცრუ მიქლიო
Hygrophoropsis aurantiaca.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: სოკოები
კლასი: ბაზიდიუმიანი სოკოები
რიგი: Boletales
ოჯახი: Hygrophoropsidaceae
გვარი: Hygrophoropsis
სახეობა: Hygrophoropsis Aurantiaca
ლათინური სახელი
Hygrophoropsis Aurantiaca

ცრუ მიქლიო (ლათ. Hygrophoropsis Aurantiaca) — Boletales-ს რიგის სოკო.

ქუდი 2-6 სმ-მდე დიამეტრისაა, ამობურცული ან შუაში ოდნავ ჩაჭყლეტილი, შეკეცილი კიდეებით, ოდნავ შებუსვილი, ნარინჯისფერი ან ჟანგმიწისფერი, შემდეგ კი უფერულდება თეთრ ფერამდე. ფირფიტები ხშირია, ჩანგლისებურად დატოტვილი, მოწითალო ნარინჯისფერი. ფეხი ცილინდრულია, წვრილი, ქუდისფერი. სპორები ფართო-ელიფსისებურია, 5-8X2,5-5 მკმ. იზრდება ნიადაგზე წიწვოვან და შერეულ ტყეში, აგრეთვე დამპალ ხეებზე და მათ ახლოს, ზაფხულ-შემოდგომით. იხმარება საჭმელად ახალი. ადრე ცრუ მიქლიოს, სრულიად უსაფუძვლოდ, შხამიანად თვლიდნენ.[1]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. "საქართველოს სოკოები" ივანე ნახუცრიშვილი 2007, "ბუნება პრინტი" ISBN 99940-856-1-1