ცრუ გუდაფშუკა
ცრუ გუდაფშუკა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Scleroderma citrinum | |||||||||||||
|
ცრუ გუდაფშუტა (ლათ. Scleroderma citrinum) — მისი ნაყოფსხეული სფეროსებრი ფორმის ობიექტია, რომლის დიამეტრი 3-12 სმ-ია. იგი მიწისქვეშა ან ნახევრად მიწისქვეშა მდგომარეობაში იზრდება და ძირში ფესვისებრი მიცელიუმის ძაფებითაა დაკავშირებული. თავდაპირველად ნაყოფსხეულის ფერი მონაცრისფრო, მოთეთრო-მოყვითალო, ხოლო მოგვიანებით მოყვითალო-მოყავისფრო ხდება. დაზიანებისას ის წითლდება. მისი ზედაპირი დაფარულია მურა ქერცლითა და მეჭეჭებით, ზოგჯერ კი არის დახრთქილი. ნაყოფსხეულის მომწიფებისას მისი მთლიანი გარსი (პერიდიუმი) თავში სკდება არასრული რადიუსით და სპორები იფრქვევა.
სპორები მურა ყავისფერია, სფეროსებრი ფორმის, ხოლოზომით 7-15 მიკრომეტრია. ისინი ეკლიან-ხორკლიანი და ბადისებრი ორნამენტით არიან დაფარული. ნაყოფსხეულის რბილობი თავდაპირველად თეთრი და მკვრივია, შემდეგ კი მოშავო-იისფერი ხდება, თეთრი ძაფისებრი ჩანართებით. მომწიფებისას შიგთავსი მტვრისებრი ხდება და მას ახასიათებს უსიამოვნო სუნი.
ეს ორგანიზმი იზრდება ზაფხულსა და შემოდგომაზე ნიადაგზე, ძირითადად ტყეებში, ტყისპირებში, ბაღებსა და პარკებში. იგი ვრცელდება ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ჩრდილოეთ აფრიკაში.
მცენარე შხამიანია და მისი მოხმარება საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას იწვევს. სპორების შეფრქვევა კი შესაძლოა ალერგიული რეაქციების მიზეზი გახდეს, როგორიცაა რინიტი, ცრემლდენა და კონიუქტივიტი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯორჯაძე ი., საქართველოს სოკოები, საველე გზამკვლევი, CENN-ის გამომცემლობა, თბ., 2024, გვ. 280-281, ISBN 978-9941-8-4547-5