ცრუცხვირგრძელასებრნი
იერსახე
ცრუცხვირგრძელასებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Anthribidae | ||||||||||||
|
ცრუცხვირგრძელასებრნი (ლათ. Anthribidae) — ხოჭოების ოჯახი, ენათესავებიან ცხვირგრძელასებრებს. აქვთ ლილვაკისებრი, 1,7-40 მმ-მდე სიგრძის სხეული. ოჯახში 2200-მდე სახეობაა, უმთავრესად, ტროპიკებში გავრცელებული. უმრავლესობა ვითარდება მკვდარ მერქანში. ზოგი სახეობა იკვებება ცრუფარიანების კვერცხებით, რითაც სარგებლობა მოაქვს. კაკაოს ცხვირგრძელა (araeocerus fasciculatus) აზიანებს ტროპიკული მცენარეების (განსაკუთრებით კაკაოს) თესლებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 244.