ცრუქერქიჭამიასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცრუქერქიჭამიასებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Bostrychidae

ცრუქერქიჭამიასებრნი (ლათ. Bostrychidae) — მწერების ოჯახი ხოჭოების რიგისა. აქვთ ცილინდრული სხეული, ამობურცული წინა ზურგი, რომელიც ფარავს თავს, 9-10 ნაწევრიანი, სავარცხლისებრი ან გურზისებრი ულვაშები. მატლი ვითარდება მერქანში, იშვიათად — მცენარის თესლში. ზოგი სახეობა მავნებელია — აზიანებს ხის ნაწარმსა და ხის მასალას, ზოგი — სამეურნეო კულტურებს. საქართველოში ცნობილია 13 სახეობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]