მახრჩობელასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ცრუფეხანი)
ცრუფეხანი“ ამ გვერდზე გადმოდის. უმარტივესების შესახებ იხილეთ ცრუფეხიანები.
ცრუფეხანი“ ამ გვერდზე გადმოდის. უჯრედის დროებითი ციტოპლაზმური გამონაზარდების შესახებ იხილეთ ცრუფეხები.
მახრჩობელასებრნი
ცისარტყელასებრი მახრჩობელა (Epicrates cenchria)
ცისარტყელასებრი მახრჩობელა (Epicrates cenchria)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
რიგი:  ქერცლიანები
ქვერიგი:  გველები
ოჯახი:  მახრჩობელასებრნი
ლათინური სახელი
Boidae
გავრცელება

მახრჩობელასებრნი, ცრუფეხანი (ლათ. Boidae) — ქვეწარმავალთა ოჯახი გველების რიგისა. მუცლის ფარები მთელ მუცელს არ უფარავს. ზოგ მახრჩობელასებრნს კბილები ყბათაშორის ძვალზეც აქვს. უკანა კიდურებისაგან შემორჩათ ბრჭყალისებრი გამონაზარდები, მცირე ზომის ბარძაყისა და მენჯის ძვლები. აქვთ 1 ან 2 ფილტვი, მეტად მძლავრი სხეულის მუსკულატურა. მახრჩობელასებრთა ოჯახი შეიცავს როგორც დიდ გველებს — სიგრძით 10 მ-მდე (ბადებრივი პითონი), ისე პატარა ფორმებს (0,5 მ-მდე). ოჯახში 23 გვარის 80 სახეობაა. გავრცელებული არიან ყველა კონტინენტის სუბტროპიკებსა და ტროპიკებში, აგრეთვე წყნარი ოკეანის კუნძულებზე. ბინადრობენ ამაზონის ჭაობიანი ტყეებიდან შუა აზიის უდაბნოებამდე. იკვებებიან სხვადასხვა ხერხემლიანებით. მსხვერპლს იჭერენ კბილებით, ეხვევიან სხეულის რგოლებით და ახრჩობენ (აქედანაა სახელწოდება). ცნობილია განსაკუთრებით მსხვილ ეგზემპლართა თავდასხმის შემთხვევები ადამიანზე. ბევრი მახრჩობელასებრნის ტყავი გამოიყენება სხვადასხვა ნაკეთობის დასამზადებლად, ხორცი საკვებად.

თავდაპირველად მახრჩობელათა ოჯახს 3 დიდ ქვეოჯახად ყოფდნენ: პითონები, მახრჩობელები და ბოლიერინი. ამჟამად პითონებსა და ბოლიერინს ცალკე ოჯახებად განიხილავენ, მახრჩობელათა ოჯახში კი აერთიანებენ 2 ქვეოჯახს - მახრჩობელები (ანუ ამერიკული მახრჩობელები, ნამდვილი ბოა, ნამდვილი მახრჩობელები) და ქვეოჯახი - Erycinae (მთხრელი ფორმები. 3 გვარი 15 სახეობით, მათგან ერთი, Eryx jaculus ანუ დასავლური მახრჩობელა, აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული).

ქვეოჯახები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეოჯახი[1] ტაქსონის ავტორი[1] გვარი[1] სახეობა[1] სახელწოდება გავრცელების არეალი
მახრჩობელები გრეი, 1825 5 28 ნამდვილი მახრჩობელები, ნამდვილი ბოა ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა, აფრიკა, მადაგასკარი, რეიუნიონი, მავრიკი, მალუკუს კუნძულები და ახალი გვინეა.
Erycinae ბონაპარტი, 1831 3 15 ძველი მსოფლიოს ქვიშის მახრჩობელები, ქვიშის მახრჩობელები სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპა, მცირე აზია, ჩრდილო, ცენტრალური, დასავლეთი და აღმოსავლეთი აფრიკა, არაბეთი, ცენტრალური და სამხრეთ-დასავლეთი აზია, ინდოეთი, შრი-ლანკა. ასევე სამხრეთ-დასავლეთი კანადა, აშშ-ს დასავლეთი და ჩრდილო-დასავლეთი მექსიკა.

ცენტრალური გვარი = ბოა - გრეი, 1825

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მუსხელიშვილი თ., ქსე, ტ. 6, გვ. 522, თბ., 1983