ცოცოლთის კვირას ხატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ცოცოლთის კვირას ხატი — საკულტო ძეგლი, მდებარეობს თხასეტის გორაზე, ნასოფლარში. სალოცავი ოთკუთხა სვეტის ფორმის, ვიწრო და მაღალი (სიმაღლე 1,7 მ), მასიური ნაგებობაა, ნაშენია ბაზალტით, გამოყენებულია ფიქალიც. შეთეთრებულია კირით. სამხრეთ-აღმოსავლეთ კედელში დატანებულია მცირე თახჩა. ნაგებობას თავზე ადგას ბაზალტას ქვაში გამოკვეთილი ჯვარი. სალოცავთან ქვიშ ყოჩი დგას. ხატს საყანე მიწები ჰქონდა. დღეობა იმართებოდა ახალ წელს და აღდგომას. ხატის აღმოსავლეთით საქვაბეა, ისიც ბაზალტითაა ნაგები. წყობა შრალია. შენობა გეგმით ოთკუთხაა. დაზიანებულია: ჩაქცეულია სახურავი, დანგრეულია კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი.აღმოსავლეთ კედელში მცირე სწორკუთხა ნიშია. ნიშის ქვემოთ, ბაზალტის ქვაზე ძევს ფიქალი (კერა). ჩრდილოეთ კედელზე დგას ქვისგან გამოკვეთილი ყოჩი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]