ცოტნე მირცხულავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მირცხულავა.

ცოტნე მირცხულავა (დ. 25 ივლისი, 1920, ფოთი — გ. 2010) — ქართველი ჰიდროტექნიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1942 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი. 1942-1953 წლებში მუშაობდა „საქნავთის“ სისტემაში, სადაც განვლო გზა ათისთავიდან ტრესტის მმართველის მოადგილის თანამდებობამდე. 1950-1997 წლებში იყო პოლიტექნიკური ინსტიტუტის დოცენტი; 1955-1968 წლებში წყალეკოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი, განყოფილების გამგე, დირექტორის მოადგილე; 1968-2005 წლებში იყო საქართველოს წყალთა მეურნეობისა და საინჟინრო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.

მისი შრომები ეხება მელიორაციისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა საიმედოობის თეორიას, აგრეთვე მდინარეებისა და არხების კალაპოტის წარეცხვის საკითხებს. მან პირველმა დაადგინა სხვადასხვა გრუნტის წარეცხვის კანონზომიერებანი და მისი პროგნოზირების მეთოდი. ბმული გრუნტების წამრეცხი სიჩქარის დადგენის ანალიზური მეთოდი, ამ გრუნტის წარეცხვის მოდელირების ხერხი და წყლისმიერი ეროზიის ინტენსიურობის პროგნოზირების მეთოდი. გამოქვეყნებული აქვს 600-მდე მეცნიერული ნაშრომი, მათ შორის, 26 მონოგრაფია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 14.
  • საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004, გვ.127 — თბილისი, 2012
  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, გვ. 233 თბილისი, 1998-1999

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]