ცოკორი[1][2] (ლათ.Myospalax) — მღრღნელთაგვარიბრუცასებრთაოჯახისა. მათი სხეულის სიგრძეა 15–27 სმ, კუდისა 3–7 სმ. გარეთა ყური არ გააჩნიათ, თვალები ძალიან მცირე ზომისა აქვთ. წინა კიდურებზე გაზრდილია ბრჭყალები, რომლებიც თხრასაა შეგუებული. შეფერილობა ერთფეროვანია, მურა და ნაცრისფერ-რუხი ელფერით, ფხისებრი ბეწვი არ არის განვითარებული. გვარში გაერთიანებულია 3 სახეობა.[3] გავრცელებული არიან სამხრეთ ციმბირში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში. ბინადრობენ ვაკისა და მთის სტეპებში. ეწევიან მიწისქვეშა ცხოვრების ნირს. თხრიან 3 მეტრამდე სიღრმის სოროების რთულ ქსელს. იკვებებიან მცენარეთა მიწისქვეშა ნაწილებით. ადგილ-ადგილ ზიანს აყენებენ სოფლის მეურნეობას. მათ ტყავს ამუშავებენ და იყენებენ როგორც მეორეხარისხოვან ბეწვეულს.