ცოდნის ხელმისაწვდომობის მოძრაობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ცოდნის ხელმისაწვდომობის მოძრაობა (მსოფლიოში ცნობილია ინგლისური სახელწოდებით Access to Knowledge (A2K) movement) — სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებისგან, განვითარებადი ქვეყნების მთავრობებისა და ცალკეული ინდივიდებისგან მხარდაჭერილი კამპანია, რომლის მთავარი მოთხოვნაა სამეცნიერო თუ სხვაგვარ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად აღიარება. მოძრაობა მიუხედავად მისი მიმდევრების იდეებისა და მოთხოვნების მრავალფეროვნებისა დაფუძნებულია სამ ძირითად პრინციპზე: სამართლიანობაზე, თავისუფლებასა და განვითარებისკენ ლტოლვაზე.

ცოდნის ხელმისაწვდომობის მოძრაობის მიმდევართა ძირითადი მოთხოვნაა ინტელექტუალური საკუთრების ზედმეტად დაცულობის შეზღუდვა, რაც თავის მხრივ ბარიერს წარმოადგენს საავტორო უფლებებით დაცულ ინფორმაციაზე. მოძრაობის კონცეფცია ძირითადად ეყრდნობა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 27-ე მუხლს, რომლის მიხედვით “ყველას აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში, ისარგებლონ ხელოვნებით და სამეცნიერო მიღწევებით.”

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]