ცოდვის მოკიდება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ცოდვის მოკიდება — სასამართლოს მტკიცებულების ერთ-ერთი სახე ძველ ქართულ სამართალში. იგი ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნის მე-14 მუხლშია გათვალისწინებული. ცოდვის მოკიდება მცირემნიშვნელოვან საქმეზე გამოიყენებოდა, კერძოდ, ერთი მორჩილის (სამი აბაზის) ღირებულების საქმეზე. ცოდვის მოკიდება გარკვეული რიტუალის შესრულებასთან იყო დაკავშირებული. შეწამებულს (ბრალდებულს) შემწამებელი (ბრალმდებელი) ზურგზე უნდა მოეკიდა და წარმოეთქვა ფიცის განმსაზღვრელი ფორმულა: „თუ მე, რასაც მაბრალებ, იმის გამკეთებელი ვიყო, მეორედ მოსვლისას შენი ცოდვებისთვის შენს ნაცვლად მე განვიკითხო“. თუ ბრალდებული ამას გააკეთებდა, იგი თავისუფლდებოდა პასუხისმგებლობიდან[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვ. მეტრეველი, ქართული სამართლის ისტორია, თბ., 2004

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ვ. მეტრეველი, ქართული სამართლის ისტორია, თბ., 2004, გვ. 431