ციხიანის ეკლესია
იერსახე
ციხიანის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხიანის განაპირას, აღმოსავლეთით. განეკუთვნება XVI-[[XVII საუკუნე|XVII საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (4,7 × 3,7 მეტრი), ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი მოზრდილი ქვითაა გადახურული. სწორკუთხა საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია შეისრული სარკმელი, რომლის წინ მართკუთხა ქვის ტრაპეზი დგას. საკურთხევლის ჩრდილო კედელში სწორკუთხა ნიშია. ასეთივე ნიში სამხრეთ კედელშიცაა, მასში სათოფურია მოწყობილი. თითო სათოფურია დასავლეთ და ჩრდილო კედლებშიც. კედლებზე, შიგნით და გარეთ, შემორჩენილია ბათქაშის ფრაგმენტები. ფასადები სადაა, მხოლოდ აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლის ზემოთ, მცირე ზომის ჯვარია ჩაკვეთილი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბაგრატიონი გ., მაცაბერიძე ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 343.