ციხვარგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ციხვარგა
კოორდინატები: 42°48′43″ ჩ. გ. 43°38′16″ ა. გ. / 42.81194° ჩ. გ. 43.63778° ა. გ. / 42.81194; 43.63778
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ჩრდილოეთი ოსეთი
სიმაღლე 4138 
ქედი რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონი
ციხვარგა — საქართველო
ციხვარგა
ციხვარგა — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ციხვარგა

ციხვარგამთა საქართველოსა და რუსეთის (ჩრდილოეთი ოსეთი) საზღვარზე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის კავკასიონის მთავარ ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 4138 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. ციხვარგა მყინვარის ზედაპირიდან აზიდული ხმელეთის ნაწილია, რომლიდანაც ჩრდილოეთით მიემართება ფასტაკსეტეს მყინვარი (ურუხის აუზი), ხოლო სამხრეთით ერთი მყივარი ეშვება მდინარე ციხვარგულის ხეობაში (რიონის აუზი). მთა შემოსილია ხავსებითა და ლიქენებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]