ციხესიმაგრე რიკასოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რიკასოლი
მდებარეობა კალკარა, მალტა
ტიპი ბასტიონირებული ციხე
ფართობი 83,800 მ2 (902,000 კვ ფუტი) კმ²
მფლობელი მთავრობა
ისტორია
აშენების წელი 1670-1698
დამკვეთი ჰოსპიტალიერები
მასალა კირქვა
ბრძოლები
  • საფრანგეთის შეჭრა მალტაში (1798)
  • მალტის გამარჯვებები (1798-1800)
  • მეორე მსოფლიო ომი
ციხესიმაგრე რიკასოლი ვიკისაწყობში

ციხესიმაგრე რიკასოლი (მალტ. Forti Rikażli) — ციხესიმაგრე კალკარაში, მალტა, რომელიც აშენდა წმინდა იოანეს ორდენის მიერ 1670-1698 წლებში. ციხე მდებარეობს Gallows' Point-ის კონცხზე რინელას ყურის ჩრდილოეთ სანაპიროზე.

ეს არის არა მხოლოდ მალტის უდიდესი ციხესიმაგრე, არამედ ყველაზე დიდი ევროპაშიც და 1998 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სავარაუდო სიაში.[1]

რიკასოლი ციხესიმაგრე გამოიყენებოდა 1798 წელს მალტაში საფრანგეთის შეჭრისა და მალტის შემდგომი აჯანყების დროს, რის შემდეგაც იგი ბრიტანეთის ხელში აღმოჩნდა. რიკასოლი იყო ფრობერგის ამბოხის ადგილი 1807 წელს და ის ასევე გამოიყენებოდა როგორც სამხედრო ჰოსპიტალი მე-19 საუკუნეში. მეორე მსოფლიო ომის დროს საჰაერო დაბომბვის შედეგად ციხესიმაგრის ნაწილი დაინგრა. 1960-იან წლებში ციხესიმაგრე გამოიყენებოდა სამრეწველო მიზნებისთვის. დღეს ციხე ძირითადად ხელუხლებელია, მაგრამ დანგრეულ მდგომარეობაშია და გამოიყენება გადასაღებ მოედნად და ტანკების გასაწმენდად.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნახატი, რომელიც გვიჩვენებს მალტის გრანდ ჰარბორის შესასვლელს დაახლ. 1750 წელი, მარცხნივ არის ციხესიმაგრე რიკასოლი

რიკასოლის ციხესიმაგრე დგას გრანდ ჰარბორის აღმოსავლეთ მდებარე Gallows' Point-ის კონცხზე. კონცხი თავდაპირველად ცნობილი იყო როგორც Rinella Point ან Punta Sottile (მალტ. Ponta Irqiqa).[2][3]

1669 წელს კანდიას დაცემის შემდეგ ოსმალეთის იმპერიის მიერ თავდასხმის შიში გაიზარდა და მომდევნო წელს ორდენის მაგისტრმა ნიკოლას კოტონერმა მიიწვია ანტონიო მაურიციო ვალპერგა, სავოიის სახლის სამხედრო ინჟინერი ციხესიმაგრეების დასაპროექტებლად.[4] ფლორენციელმა რაინდმა ფრა ჯოვანი ფრანჩესკო რიკასოლიმ ციხესიმაგრის ასაშენებლად ორდენს შესწირა 20 000 სკუდი და ციხესიმაგრეს მის პატივსაცემად რიკასოლი უწოდეს.[5]

მშენებლობა 1670 წლის 15 ივნისს დაიწყეს და მას თავად ვალპერგა კურირებდა.[6] ყაზარმები, სამლოცველო და სხვა შენობები ციხესიმაგრეში აშენდა 1680-იან და 1690-იან წლებში, ხოლო ციხე ოფიციალურად გამოცხადდა დასრულებულად 1698 წლის მაისში.

რიკასოლის ციხესიმაგრე გამოიყენებოდა მალტაში საფრანგეთის შეჭრის დროს 1798 წლის ივნისში. ციხემ მოიგერია სამი ფრანგული თავდასხმა. თუმცა ორდენის მაგისტრის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ ციხესიმაგრე ფრანგების ხელში გადავიდა. მალტის შემდგომი აჯანყებისა და ბლოკადის დროს ციხე დარჩა ფრანგების ხელში.

1807 წელს ფრობერგის პოლკის ალბანელი ჯარისკაცები აჯანყდნენ და თავი ჩაიკეტეს რიკასოლის ციხესიმაგრეში. მიუხედავად მოლაპარაკების მცდელობისა, მათ საბოლოოდ ააფეთქეს დენთის მთავარი საცავი, რამაც დიდი ზიანი მიაყენა ციხესიმაგრეს. აჯანყება საბოლოოდ ჩაახშეს და ზოგიერთი ამბოხებული სამხედრო სასამართლომ სიკვდილით დასაჯა.[7] ციხის დაზიანებული ნაწილი გარემონტდა, მაგრამ არ აღუდგენიათ თავდაპირველი დიზაინით. 1829 წელს აშენდა ახალი დენთის საცავი.

ციხე ასევე გამოიყენებოდა როგორც დროებითი საზღვაო ჰოსპიტალი 1820-იანი წლების ბოლოს და 1830-იანი წლების დასაწყისში.[8] 1837 წლის ქოლერის ეპიდემიის დროს, პაციენტები, რომლებიც დაავადდნენ ფლორიანას ოსპიციოში, გადაიყვანეს რიკასოლიში.[9] მათი უმრავლესობა რამდენიმე დღეში გარდაიცვალა და დაკრძალეს ახლომდებარე Wied Għammieq-ის სასაფლაოზე.[10][11] 1865 წელს რიკასოლში ქოლერის კიდევ ერთი ეპიდემია დაიწყო.[12]

მას შემდეგ, რაც ციხე გადაეცა მალტის მთავრობას, იგი გამოიყენებოდა ნედლეულის კონტეინერების საცავად. ციხესიმაგრეში დაიწყეს ტანკერების გაწმენდა. დღეს, ციხესიმაგრე ძირითადად ხელუხლებელი რჩება, თუმცა მისი ნაწილი დანგრეულია.[13] კონცხი, რომელზედაც ის არის აშენებული, ეროზირებულია.[14] ზოგიერთი კედელი მე-3 და მე-4 ბასტიონებს შორის უკვე ჩაინგრა და ჩავარდა ზღვაში. 2004 წელს რესურსებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სარესტავრაციო განყოფილებამ ამოიღო, აღადგინა და ხელახლა მიამაგრა ციხის კედლების ნაწილი,[15] მაგრამ არაფერი გაკეთებულა მთელი ციხის აღსადგენად.[16]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Knights' Fortifications around the Harbours of Malta. ციტირების თარიღი: 15 July 2015
  2. Abela, Giovanni Francesco. (3 April 1772) Malta illustrata... accresciuta dal Cte G.A. Ciantar. Mallia. ციტირების თარიღი: 3 April 2019
  3. Malta bil chzejer tehne u li ghadda min ghaliha: L'euel parti (3 April 1865). ციტირების თარიღი: 3 April 2019
  4. Graff, Philippe (1994). „La Valette: une ville nouvelle du XVIe siècle et son évolution jusqu'à nos jours“. Revue du Monde Musulman et de la Méditerranée: Le carrefour maltais (ფრანგული). Publications de l'Université de Provence. 71 (1): 161. doi:10.3406/remmm.1994.1641. ISSN 2105-2271. OCLC 958683792.
  5. Bonnici, Hermann (2004–2007). „Fort Ricasoli“ (PDF). Arx – Online Journal of Military Architecture and Fortification (1–4): 33–38. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 15 November 2015. ციტირების თარიღი: 10 October 2015.
  6. https://www.um.edu.mt/library/oar/bitstream/123456789/41375/1/L-arkitettura_xhieda_ta_l-identita_nazzjonali_1989.pdf თარგი:Bare URL PDF
  7. Dandria, David (1 February 2015). „The 1807 Froberg regiment mutiny at Fort Ricasoli“. Times of Malta. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 March 2015.
  8. Regimental Hospitals and Military Hospitals of the Malta Garrison. British Army Medical Services And the Malta Garrison 1799 – 1979. ციტირების თარიღი: 30 November 2014
  9. Bonniċi, A. (1975, NOvember 15). L-Ospizju tal-Furjana. Leħen is-Sewwa, pp. 3.
  10. Bonniċi, A. (1975, November 1). L-erwieħ ta' Wied Għammieq. Leħen is-Sewwa, pp. 4, 11.
  11. „Wied Ghammieq Cemetery Sadly neglected“. The Malta Independent. 11 May 2006. ციტირების თარიღი: 15 November 2015.
  12. (1866) Army Medical Department – Statistical, Sanitary and Medical Reports. – Volume VI. – For the Year 1866. London: Her Majesty's Stationery Office, გვ. 327. 
  13. Carabott, Sarah (29 August 2016). „Forts under attack from neglect and vandalism“. Times of Malta. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 August 2016.
  14. Said, Edward (17 October 2006). „In need of repair“. Times of Malta. ციტირების თარიღი: 30 November 2014.
  15. Cini, George (20 January 2004). „Lm110,000 restoration job on Fort Ricasoli rampart“. Times of Malta. ციტირების თარიღი: 15 November 2015.
  16. Said, Edward (3 September 2010). „Fort Ricasoli is under serious threat“. Times of Malta. ციტირების თარიღი: 9 March 2014.