ციურიხის პროტოკოლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ედუარდ ნალბანდიანი და აჰმეთ დავუთოღლუ ხელს აწერენ შეთანხმებებს

ციურიხის პროტოკოლები — აღნიშნავს 2009 სომხეთსა და თურქეთს შორის გაფორმებულ ორ ორმხრივ პროტოკოლს. დოკუმენტების მიზანი იყო თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზება.[1] პროცესი მოაიაზრებდა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას, სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნას (რომელიც 1993 წლიდან ჩკეტილი იყო) და სომხების გენოციდის პრობლემაზე ერთობლივი ისტორიული კომისიის შექმნას.[2] შეთანხმება არაეფექტური აღმოჩნდა და მოგვიანებით დაირღვა ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის და რუსეთის მიერ.[3]

2009 წლის 10 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრებმა: აჰმეთ დავუთოღლუმ თუქეთის მხრიდან და ედუარდ ნალბანდიანმა სომხეთის მხრიდან ციურიხში ხლი მოაწერეს ორ დოკუმენტს. ცერემონიალს ესწრებოდნენ: ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანა, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.[4]

პროტოკოლს ორივე ქვეყნის პარლამენტის რატიფიცირება ჭირდებოდა. პრობლემების გამიჯვნის მიზნით პროტოკოლში არ იყო ნახსენები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი. ასევე არ დადგენილა რატიფიკაციის საბოლოო ვადები.[5]

2010 წლის 12 იანვარს სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაამტკიცა პროტოკოლები და გააკეთა მთელი რიგი დაკვირვებები, რომ თურქული მხარე განიხილება როგორც შემაკავებელი: „წინაპირობების და შემზღუდავი დებულებების რომლებიც დოკუმენტების სულს აზიანებს“.[6][7] თურქულმა მხარემ ასევე დაიწყო ნორმალიზების პროცესის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირება. თურქეთის პრემიერ მინისტრმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სომხეთ-თურქეთის საზღვარი არ გაიხსნებოდა თუ სომხეთი აზერბაიჯანის ტერიტორიიდან ჯარს არ გაიყვანდა.[6]

ოქმებს ორივე ქვეყანაში დიდი კრიტიკა მოჰყვა. სომხეთში ბევრი ადანაშაულებდა მთავრობას გაყიდვაში, ხოლო თურქეთში არ მოწონდათ, რომ დოკუმენტში არ იყო ნახსენები მთიანი ყარაბაღის საკითხი.[5] ამ შეთანხმებით აზერბაიჯანიც უკმაყოფილო იყო და იტხოვდა თურქეთს შეეწყვიტა სომხეთთან დაახლოების პროცესი.[6][2] შედეგად პროტოკოლები ორივე ქვეყნის პარლამენტმა დაიწუნა და არ მოხდა მათი რატიფიცირება.

2015 წლი თებერვალში სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა პროტოკოლები პარლამენტიდან გაიწვია, შემდეგი განმარტებით: „თურქეთის მხრიდან პოლიტიკური ნების არ არსებობის გამო".[3][8] შემდგომ 2017 წლის დეკემბერში სომხეთის მხარემ პირობა დადო, რომ დოკუმენტებს ბათილად სცნობდა და ანულირებას მოახდენდა რადგან: „თურქეთის მხრიდან არ იყო არანაირი პოზიტიური ძვრა დოკუმენტების მიღების და დანერგვის მხრივ".[9] რომელი პირობაც საბოლოოდ 2018 წლის 1 მარტს შეასრულა.[10]

ნორმალიზების პროცესის შეჩერების სიმწარის მიუხედავად ზოგიერთი ავტორი მიიჩნევს, რომ ციურიხის პროტოკოლები შეიძლება გამოყენებული იყო თურქეთ სომხეთის ურთიერთობის ნორმალიზების პროცესისთვის.[5]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Turkey, Armenia sign deal on normalising relations. The Sofia Echo (2009-10-10). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2009-10-10
  2. 2.0 2.1 Moffatt, Andrew; Hill, Fiona; Kirişci, Kemal. (24 February 2015) Armenia and Turkey: From normalization to reconciliation en-US.
  3. 3.0 3.1 Armenian president creates coalition with anti-Turkish party - Al Arabiya English
  4. Clinton to Attend Protocols Ceremony in Zurich Asbarez.com
  5. 5.0 5.1 5.2 Amb. Michael Lemmon; Thomas de Waal. Diplomatic History: The Turkey-Armenia Protocols. Carnegie Endowment for International Peace.
  6. 6.0 6.1 6.2 The Turkish-Armenian Rapprochement at the Deadlock (5 March 2010). ციტირების თარიღი: 2 June 2020
  7. „Turkey says Armenian top court's ruling on protocols not acceptable“. Yeni Şafak (თურქული). 20 January 2010. ციტირების თარიღი: 2 June 2020.
  8. Armenia Recalls the Zurich Protocols The Jamestown Foundation
  9. Ayla Jean Yackley. (21 December 2017) Armenia, Turkey Trade Blame After Yerevan Abandons Protocols. Eurasianet.org.
  10. Armenia Annuls Normalization Protocols With Turkey NYT, 1 Ma018