ციტადელა (გოცო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ციტადელა

რუკა
მდებარეობა ვიქტორია, გოცო, მალტა
ტიპი ციტადელი
მფლობელი მალტის მთავრობა, კერძო მფლობელები
ისტორია
აშენების წელი ძვ.წ 1500
დამკვეთი იოანეს ორდენი
მასალა კირქვა
მნიშვნელოვანი მოვლენები
  • გოცოს შეჭრა (1551)
  • საფრანგეთის შეჭრა მალტაში (1798)
  • გოციტანის აჯანყება (1798)
ციტადელა ვიკისაწყობში

ციტადელა (მალტ. Iċ-Ċittadella) — ციტადელი კუნძულ გოცოზე, მალტაში. ტერიტორია დასახლებული იყო ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული, ხოლო ადგილი, რომელსაც ახლა ციტადელა იკავებს, ითვლება, რომ იყო პუნიკურ-რომაული ქალაქ გაულოს აკროპოლისი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქეოლოგიური ნაშთები, როგორიცაა ჭურჭელი, ადასტურებს, რომ ციტადელას ადგილზე ადამიანები ცხოვრობდნენ ბრინჯაოს ხანიდან. ქალაქი ვიქტორია რჩებოდა გოცოს მთავარ დასახლებად მთელი ფინიკიური და რომაული პერიოდის განმავლობაში (მას გაულოსს უწოდებდნენ). ქალაქი შედგებოდა აკროპოლისისგან, რომელიც მდებარეობდა ციტადელას ადგილზე. ამბობენ, რომ იუნონასადმი მიძღვნილი ტაძარი იდგა იმ ადგილზე, სადაც ახლა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარია. შემორჩენილია რამდენიმე წარწერა და არქიტექტურული ფრაგმენტი გაულოსიდან (ძველი ვიქტორია),[1] მათ შორის მე-2 საუკუნის ლათინური წარწერა კირქვის ბლოკზე.

აღმოჩენილია კედლების ნაშთები, რომლებიც შესაძლოა გაულოსის პუნიკურ-რომაული სიმაგრეების ნაწილი ყოფილიყო. 1969 წელს კედლების კვალი აღმოაჩინეს სამშენებლო სამუშაოების დროს მთავარი კარიბჭის ქუჩაზე, ციტადელას სამხრეთით. ასევე კედლის ნაშთები აღმოაჩინეს ციტადელასთან ახლოს 2017 წელს არქეოლოგიური გათხრების დროს.[2]

შუა საუკუნეების პერიოდში აკროპოლისი გადაკეთდა ციხედ, რომელიც გოცოს მოსახლეობის თავშესაფარი იყო. 1551 წელს ოსმალეთის ჯარი შეიჭრა გოცოში და გაძარცვეს ციტადელა. ციტადელას სამხრეთი კედლების ძირითადი რეკონსტრუქცია ჩატარდა 1599-1622 წლებში და გადაკეთდა დენთის ციხედ. ჩრდილოეთის კედლები ხელუხლებელი დარჩა.

ციტადელა სამხედრო ობიექტად რჩებოდა მანამ, სანამ 1868 წლის 1 აპრილს ბრიტანელებმა არ გააუქმეს ის. ციტადელაში არის ეკლესიები და სხვა ისტორიული ნაგებობები, მათ შორის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, რომელიც აშენდა 1697-1711 წლებში ადრინდელი ეკლესიის ადგილზე. ციტადელი 1998 წლიდან შეტანილია მალტის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სავარაუდო სიაში.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციტადელა აგებულია ციცაბოზე, რომელიც გადაჰყურებს ქალაქ ვიქტორიას. ეს მდებარეობა თავდაპირველად შეირჩა მისი სტრატეგიული მდგომარეობის გამო.

საფორტიფიკაციო ნაგებობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციტადელას სიმაგრეებს გარედან აკრავს ნახევრად წრიული ენცეინტები და ბასტიონები, რომლებიც დაკავშირებულია სამხრეთ კედლებთან. ჩრდილოეთის კედლები აშენდა მე -15 საუკუნეში, თუმცა კედლების დიდი ნაწილი ხელახლა ააშენეს ჰოსპიტალერებმა. ჩრდილოეთ კედლებში შედის შუა საუკუნეების დანგრეული კედლის კოშკის ნაშთები, სალის პორტი, სათვალთვალო პოსტი და სხვა.[3]

ქალაქის სამხრეთ პერიმეტრი შედგება მე-17 საუკუნის დროინდელი ბასტიონირებული ენცეინტისგან, რომელიც აშენდა ჰოსპიტალერების მიერ. ისრის ფორმის დიდი ბასტიონი, რომელიც ცნობილია როგორც წმინდა მიხეილის ბასტიონი, აშენებულია ქალაქის სამხრეთ ბოლოში, ხოლო ორი დემიბასტიონი - წმინდა მარტინის და წმინდა იოანეს დემიბასტიონი - მდებარეობს ქალაქის დასავლეთ და აღმოსავლეთ ბოლოებში. წმინდა მიხეილის ბასტიონს ჰქონდა საგუშაგო კოშკი, მაგრამ ის შეიცვალა საათის კოშკით 1858 წელს.[4] წმინდა მიხეილის ბასტიონს შორის მოთავსებულია მთავარი კარიბჭე და საათის კოშკი.[5][6]

ეკლესიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციტადელას ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი. გადმოცემის თანახმად, ის დგას იუნონასადმი მიძღვნილი რომაული ტაძრის ადგილზე, რომელიც საბოლოოდ გადაკეთდა ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ ქრისტიანულ ეკლესიად. ითვლება, რომ ტაძარი განადგურდა მალტის კუნძულების არაბების ხელში ჩაგდების შემდეგ. მეორე ეკლესია აშენდა შუა საუკუნეებში. ეს ეკლესია მე-15 და მე-16 საუკუნეებში გაფართოვდა და 1551 წლის თავდასხმის შედეგად დაზიანდა, თუმცა რამდენიმე წელიწადში ის გარემონტდა. შენობა დაზიანდა 1693 წლის სიცილიაში მიწისძვრის დროს და შემდგომში დაანგრიეს. ახლანდელი ეკლესია აშენდა 1697-1711 წლებში ლორენცო გაფას, მალტელი არქიტექტორის დიზაინით.[7] მშენებლობის დროს იპოვეს რომაული ტაძრის ვრცელი ნაშთები,[8] და ამ ეპოქის ზოგიერთი ნაშთი დღემდე შემორჩენილია ტაძრის ქვეშ.[9]

დღეს შენობა ყველაზე ცნობილია ჭერზე გამოსახული შესანიშნავი ტრომპით (ხელოვნების ტექნიკა, რომელიც იყენებს რეალისტურ გამოსახულებებს ოპტიკური ილუზიის შესაქმნელად). ტრომპი დახატა სიცილიელმა მხატვარმა ანტონიო მანუელემ.[10] ტაძრის უკან პატარა შენობაში განთავსებულია საკათედრო ტაძრის მუზეუმი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Pericciuoli Borzesi, Giuseppe (1830) The historical guide to the island of Malta and its dependencies. Malta: Government Press, გვ. 83–84. 
  2. Carabott, Sarah (11 May 2017). „Ancient walls uncovered just outside Ċittadella“. Times of Malta. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 May 2017.
  3. "Medieval sally-port on north enceinte – Cittadella" (PDF). National Inventory of the Cultural Property of the Maltese Islands. 28 June 2013. Archived from the original (PDF) on 24 January 2016.
  4. "St Michael Bastion – Cittadella" (PDF). National Inventory of the Cultural Property of the Maltese Islands. 28 June 2013. Archived from the original (PDF) on 13 July 2015.
  5. "Main gate – Cittadella" (PDF). National Inventory of the Cultural Property of the Maltese Islands. 28 June 2013. Archived from the original (PDF) on 13 July 2016.
  6. "Curtain wall linking St Martin Demi-bastion to St Michael Bastion – Cittadella" (PDF). National Inventory of the Cultural Property of the Maltese Islands. 28 June 2013. Archived from the original (PDF) on 13 July 2016.
  7. "Cathedral of the Assumption of the Madonna" (PDF). National Inventory of the Cultural Property of the Maltese Islands. 27 August 2012. Archived from the original (PDF) on 18 August 2016.
  8. Bonanno, Anthony (2005). Malta: Phoenician, Punic, and Roman. Midsea Books. p. 344. ISBN 9789993270355.
  9. Mallia, Steve (22 December 2003). "Roman wall unearthed at Gozo cathedral". Times of Malta. Archived from the original on 4 March 2016.
  10. Bezzina, Joseph (16 August 2009). "Trompe l'oeil at Gozo Cathedral". Times of Malta. Archived from the original on 5 June 2017.