ცისფერი მოცეკვავეები
ცისფერი მოცეკვავეები | |
---|---|
Danseuses bleues | |
ავტორი | ედგარ დეგა |
წელი | 1897 |
კატალოგი | 1095, MS-343 და 1274 |
ტიპი | პასტელი ქაღალდზე |
სიმაღლე | 65 |
სიგანე | 65 |
ქალაქი | მოსკოვი |
მუზეუმი | პუშკინის მუზეუმი |
ცისფერი მოცეკვავეები (ფრანგ. Danseuses bleues) — ფრანგი იმპრესიონისტი მხატვრის ედგარ დეგას მიერ 1897 წელს შესრულებული ნახატი. ინახება პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, მოსკოვში, ნახატი აქ 1948 წელს ახალი დასავლური ხელოვნები მუზეუმიდან იქნა გადმოტანილი; 1918 წლამდე იმყოფებოდა სერგეი ივანოვიჩ სუკინის კოლექციაში. ნახატი, შექმნის შემდეგ, თავდაპირველად დიურან-რიუელის კოლექციაში ინახებოდა, პარიზში.
ნახატი შერსულებულია პასტელით 65×65 სმ ზომის ქაღალდზე[1].
შექმნის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნახატი ედგარ დეგას შემოქმედების გვიან პერიოდს ეკუთვნის, როდესაც მისი მხედველობა დასუსტდა და მან დიდი ფეროვანი ლაქებით მუშაობა დაიწყო და უმეტეს ყურადებას ნახატის ზედაპირის დეკორატიულ ორგანიზებას ანიჭებდა[2]. მოცეკვავეების თემატიკა ძალიან ახლო იყო მხატრვისთვის და არაერთხელ მეორდებოდა პასტელის, ზეთოვანი ფერწერისა და ნახატის ტექნიკაში. ზოგიერთი კრიტიკოსის თვალსაზრისით სილამაზით, ფერთა ჰარმონიითა და კომპოზიციური გადაწყვეტილებით ნახატი „ცისფერი მოცეკვავეები“ შეიძლება მიჩნეულ იქნას დეგას მიერ ამ თემის განსახიერების საუკეთესო მაგალითად, რომელშიც მან შეძლო ფაქტურისა და ფერთა შეხამების სიმდიდრის ზღვრული დონის მიღწევა[3].
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნ. ა. იონინი, ასი დიადი ნახატი, ვეჩე, 2002.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Размер полотна по официальным данным сайта Государственного музея изобразительных искусств имени А. С. Пушкина
- ↑ Описание картины. Статья на сайте world-art.ru
- ↑ Описание картины. Статья на сайте impres-paint.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-03. ციტირების თარიღი: 2013-10-14.