შინაარსზე გადასვლა

ცისტიდები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ცისტიდები, ცისტიდიოლები ან ცისტიდიებიბაზიდიუმიანი სოკოების ჰიმენიუმის შრის სტერილური ელემენტები, რომლებიც ბაზიდიუმებს ზემოდან დაზიანებისგან იცავენ.

ცისტიდები ბაზიდიუმებზე ზომით უფრო დიდია, რის გამოც ჰიმენიუმის ზედაპირზე ამოწეულია. მათი ფორმა მრავალფეროვანია. ზოგიერთი გვარისა და სახეობისთვის ცისტიდების ფორმა იმდენად დამახასიათებელია, რომ ერთ-ერთ საუკეთესო განმსაზღვრელ ნიშანს წარმოადგენს.

ხშირად, ცისტიდების ზედაპირი ინკრუსტირებულია სხვადასხვა ზომის, ფორმისა და მარცვლოვნების ჩანართებით, კოშტებით ან კრისტალებით. ცისტიდები, როგორც წესი, უფერულია, იშვიათად კი მოყვითალო.[1]

ნამდვილი ცისტიდები ვითარდება ან ბაზიდიუმებთან ერთად სუბჰიმენიუმში (ჰიმენიალური ცისტიდები), ან ნაყოფსხეულის უფრო ღრმა შრეებში (ტრამალური ცისტიდები). ტრამალური ცისტიდები ჰიფიდებისგან განსხვავდება დამახასიათებელი, არაჰიფისებრი აგებულებით და ჩნდება, როგორც წესი, ბაზიდიუმებთან ერთად.

წვნიანი შემცველობის მქონე ცისტიდებს, რომლებსაც ცხიმიანი-ფისოვანი შიგთავსი აქვთ, გლეოცისტიდები ეწოდება. კედლების სისქის მიხედვით, განასხვავებენ თხელკედლიან ცისტიდებს (ლეპტოცისტიდები) და ცისტიდებს სქელი, მინისებრი, ხშირად მტვრევადი კედლებით (ლამპროცისტიდები).[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Цистиды. На сайте GribInfo.ru. ციტირების თარიღი: 2010-02-25
  2. Basidiomycetes. На сайте «Мхи и грибы». ციტირების თარიღი: 2010-02-25