ცისია შანშიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ცისია შანშიაშვილი (დ. 16 მაისი, 1921, თბილისი — გ. ოქტომბერი, 2014, თბილისი) — ქართველი პროფესორი, ფერმწერი, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული მხატვარი (1978).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1946 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 1965 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1948 წლიდან მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საკავშირო გამოფენებში. ავტორია თანამედროვეთა პორტრეტებისა, აქვს აგრეთვე სიუჟეტურ-ფერწერული კოპოზიციები. ნამუშევრები: მსახიობ გოგი გეგეჭკორის (1948), პროფესორ შ. ხიდეშელის (1962), მოცეკვავე ნონა გუნიას (1966), მწერალ სანდრო შანშიაშვილის (1972) პორტრეტები (ყველა საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). „ზამთარი“ (1967), „ქალიშვილი მწვანე ტანსაცმელით“ (1962 ორივე მხატვრის კუთვნილება) და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]