ცისვაზი
Jump to navigation
Jump to search
ცისვაზი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Wisteria sinensis (Sims) DC., 1825 | |||||||||||||||
სინონიმი | |||||||||||||||
| |||||||||||||||
|
ცისვაზი, გლიცინია (ლათ. Wisteria sinensis) — მცენარე პარკოსანთა ოჯახისა. ხის მაგვარი ლიანაა, აღწევა ყველაზე მაღალი ხის კენწეროს და ზემოევლება მას. აქვს მოყავისფრო-მონაცრისფრო ყლორტები, კენტფრთართული ფოთლები. ცისვაზის ცისფერი სურნელოვანი ყვავილები შეკრებილია მტევნებად. ყვავის გაზაფხულზე (შეფოთვლამდე) და ხელმეორედ ზაფხულში. თბილ ზამთარში შეფოთლილია იანვარის ბოლომდე. სამშობლოა ჩინეთი. ძველთაგანვე იყენებენ დეკორატიულ მებაღეობაში. ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე კულტივირებულია ყირიმისა და კავკასიის შავი ზღვის სანაპიროზე. კარგად ხარობს დასავლეთ საქართველოში.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- შარაშიძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 224.