ცისარტყელა დროშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
6 ფერიანი დროშა ყველაზე გავრცელებული ვერსიაა. დროშის თავდაპირველ სახეს ვარდისფერი და ფირუზისფერი მოაცილეს.

ცისარყელა დროშა, ზოგჯერ სიამაყის დროშა ან ლგბტ სიამაყის დროშა არის ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერთა სიმბოლო 1970 წლიდან. ფერები ლგბტ საზოგდოების მრავალფეროვნებას გამოხატავს.

წარმოიშვა კალიფორნიაში, მაგრამ მთელ მსოფლიოში იხმარება. დიზაინი ეკუთვნის სან ფრანსისკოელ ხელოვან გილბერტ ბეიკერს (1978), დიზაინმა რამდენიმეჯერ ცვლილება განიცადა.[1][2]

2008 წლისთვის დროშამ ყველაზე გავრცელებული, 6-ზოლიანი ფორმა მიიღო წითელი, სტაფილოსფერი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი და ცისფერი ფერებით. დროშაზე ფერთა ზოლები ჰორიზონტალურადაა; თავში წითელი ფერია, როგორც ნამდვილ ცისარტყელაზე.

ფერთა მნიშვნელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვარდისფერი: სექსუალობა
წითელი: სიცოცხლე
სტაფილოსფერი: განკურნება
ყვითელი: მზის შუქი
მწვანე: ბუნება
ცისფერი: მაგია/ხელოვნება
ლურჯი: სიმშვიდე/ჰარმონია
იისფერი: სული

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „The Rainbow Flag“. ციტირების თარიღი: 2007-08-21. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  2. Gilbert Baker (18 October 2007). „Pride-Flyin' Flag: Rainbow-flag founder marks 30-years anniversary“. Metro Weekly. ციტირების თარიღი: 2008-03-13.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]