ცინლინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ცინლინი
ცინლინი
ცინლინი
კოორდინატები: 33°57′48″ ჩ. გ. 107°37′05″ ა. გ. / 33.96333° ჩ. გ. 107.61806° ა. გ. / 33.96333; 107.61806
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
უმაღლესი წერტილი ტაიბაი
სიმაღლე 3767 
სიგრძე 1000 კმ
ცინლინი — ჩინეთი
ცინლინი

ცინლინი — ქედი აღმოსავლეთ აზიაში, ჩინეთში. აღმოსავლეთით ეკვრის კუნლუნის მთებს. სიგრძე დაახლოებით 1000 კმ, სიმაღლე 3767 მ (მთა ტაიბაი). უმთავრესად აგებულია კირქვებითა და მეტამორფული ფიქლებით. დასავლეთით ქედი გადაკვეთილია ღრმა გამჭოლი ხეობებით. აღმოსავლეთით იყოფა ოთხ შტოქედად. ჩრდილოეთი კალთები მოკლე და ციცაბოა, სამხრეთი — დამრეცი. ჩრდილოეთი კალთები შემოსილია ზომიერი სარტყლის მშრალი სტეპითა და ფოთოლმცვივანი ტყით, სამხრეთი კალთები — მარადმწვანე სუბტროპიკული შერეული ტყით, რომელშიც გვხვდება ბამბუკი, კამელია, მაგნოლია. არის მოლიბდენის საბადო. ჩრდილოეთ მთისძირში არის ქალაქები: სიანი და სიანიანი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]