გივი ციმინტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ციმინტია, გივი)

გივი კირილეს ძე ციმინტია (დ. 28 თებერვალი 1926, ზუგდიდი — გ. 1999) — ქართველი ინჟინერი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1973), საქართველოს სსრ დამსახურებული ინჟინერი (1971). სკკპ წევრი 1950 წლიდან. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინრების ინსტიტუტი (1948). მუშაობდა შავი ზღვის სანაპიროს რკინიგზის გვირაბების, თბილისის მეტროპოლიტენის, დარიალის ხეობის საავტომობილო გვირაბებისა და სხვა ობიექტების მშენებლობაზე (1948-79); 1979-81 წლებში „თბილგვირაბმშენის“ მთავარი ინჟინერი, 1981 წლიდან მმართველის მოადგილე იქვე. ახალი ათონის უნიკალური კარსტული მღვიმის კომპლექსის შექმნისათვის 1977 წელს სპეციალისტთა ჯგუფთან ერთად მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]