ციმბირული ლარიქსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ციმბირული ლარიქსი
Larix sibirica Urals.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Larix sibirica
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 42317

ციმბირული ლარიქსი (ლათ. Larix sibirica) — წიწვოვანი მცენარის სახეობა ფიჭვისებრთა ოჯახისა. იზრდება ტყის ზონაში. 30-40 მ სიმაღლის ხეა, ღეროს დიამეტრი 80-100 (180) სმ. ახალგაზრდა ხის ვარჯი პირამიდისებურია, შემდეგ მომრგვალო ფორმას იღებს. კვირტი ფართო კონუსისებრი ან — ნახევარსფეროსებრია. წიწვი რბილია, ვიწროზოლიანი, სიგრძე 13-45 მმ, სიგანე 1,6 მმ. დამტვერვა მაისშია. გირჩა კვერცხისებრი ან მოგრძო-ოვალურია, ჯერ მეწამული, ხოლო შემდეგ ღია მურა ან ღია მოყვითალო; სიგრძე 2-4 სმ, სიგანე 2-3 სმ. თესლის სიგრძე 2-5 მმ, ხოლო სიგანე 3-4 მმ აღწევს. გავრცელებულია ძირითადად ციმბირში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]