ციმბირული გარეთხა
იერსახე
ციმბირული გარეთხა | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Capra sibirica | |||||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||||
![]() IUCN 3.1 Least Concern : 42398 | |||||||||||||||||
|
ციმბირული გარეთხა (ლათ. Capra sibirica) — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი თხის გვარისა. მისი სხეულის სიგრძეა 130-165 სმ, მასა 100-130 კგ. აქვს ძალზე დიდი და მასიური რქები (ვაცის რქების სიგრძე 130 სმ-მდეა, ნეზვისა 40 სმ-მდე). შეფერილია მონაცრისფრო-მურად. ზურგის გასწვრივ გასდევს მურა ზოლი. გავრცელებულია სამხრეთ ციმბირის შუა და ცენტრალური აზიის მთებში. მაკეობის ხანგრძლივობაა 170-180 დღე-ღამე. შობს ერთ, იშვიათად 2 თიკანს. ბუნებაში ცოცხლობს 15-17 წელი, რაოდენობის მკვეთრი შემცირების გამო ციმბირულ გარეთხაზე ნადირობა მრავალ ადგილას აკრძალულია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 219.