ციმბირის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ციმბირის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტი
Сибирский физико-технический институт
ლათ. Siberian Physics and Technics Institute
დაფუძნდა 1928
ტიპი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
რექტორი ალექსანდრე პოტეკაევი
ქალაქი ტომსკი
პროვინცია ტომსკის ოლქი,
ქვეყანა რუსეთი
ციმბირის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტი — რუსეთი
ციმბირის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტი
spti.tsu.ru/

ციმბირის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტი (რუს. Сибирский физико-технический институт) — ციმბირში პირველი სამეცნიერო-კვლევთი ინსტიტუტი. მდებარეობს ქალაქ ტომსკში, ტომსკის ოლქი, რუსეთი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩამოყალიბდა რუსეთის სფსრ-ის სახალხო კომისართა საბჭოს 1928 წლის 1 ოქტომბრის დადგენილების საფუძველზე ტომსკის უნივერსიტეტის ფიზიკის კათედრის ბაზაზე. ტომსკის საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილებით ინსტიტუტისთვის გამოყეს ყოფილი საგუბერნიო სამმართველოს შენობა, ორსართულიანი აგურის შენობა, აგებული ამპირის სტილში 1838-1842 წლებში გუბერნიის არქიტექტორის ალექსი დეევის პროექტის მიხედვით რუსული კლასიციზმის ტრადიციებზე დაფუძნებით.

ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის პირველი დირექტორი გახდა ი. ა. სამოილოვი, რომელიც მანამდე სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფიზიკის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. 1932 წელს ფიზიკო-ტექნიკური ინსტიტუტი შევიდა ტომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში.

1936 წელს ინსტიტუტში ჩამოყალიბდა რუსეთში პირველი იონოსფეროს სადგური (ხელმძღვანელი - ვ. ნ. კესინიხი).

1954-1978 წლებში ინსტიტუტში ჩამოყალიბდა 18 ახალი ლაბორატორია ვა ფიზიკური პროფილის ოთხი ლაბორატორია.

1973 წელს ააშენეს ახალი ლაბორატორიული კორპუსი სამხრეთის მოედანზე. 1978 წელს ინსტიტუტი დააჯილდოეს შრომის წითელი დროშის ორდენით.

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გეოფიზიკისა და ეკოლოგიის განყოფილება
  • რადიოფიზიკის განყოფილება
  • კონტროლის რადიოფიზიკური კონტრლის განყოფილება
  • რადიოელექტრონიკის განყოფილება
  • მოლეკულების ფოტონიკის განყოფილება
  • თეორიული ფიზიკის განყოფილება
  • ნახევარგამტარების ფიზიკის განყოფილება
  • მეტალების ფიზიკის განყოფილება
  • სამედიცინო მასალების და იმპლანტანტების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Сибирский физико-технический институт имени академика В. Д. Кузнецова. / Сорокин, Александр Николаевич (Автореферат диссертации на соискание ученой степени кандидата исторических наук). Томск, 2012.
  • Сорокин А. Н. Сибирский физико-технический институт: история института в документах и материалах (1941—1978 гг.) / сост. С. Ф. Фоминых (отв. ред.) ; A.C. Ульянов, С. А. Некрылов, А. И. Потекаев, А. Г. Караваева, М. В. Грибовский, A.B. Литвинов, А. Н. Сорокин, C.B. Лощанов, В. Е. Назарова, A.A. Иванов. — Томск : Изд-во НТЛ, 2006. — 396 с.
  • Сибирский физико-технический институт // Томск от А до Я: Краткая энциклопедия города. / Под ред. д-ра ист. наук Н. М. Дмитриенко. — 1-е изд. — Томск: Изд-во НТЛ, 2004. — С. 315-316. — 440 с. — 3 000 экз. — ISBN 5-89503-211-7.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]