შინაარსზე გადასვლა

ციმანამპეცოცა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ციმანამპეცოცა
ციმანამპეცოცა კოსმოსიდან
ციმანამპეცოცა კოსმოსიდან
კოორდინატები: 24°07′ ს. გ. 43°45′ ა. გ. / 24.117° ს. გ. 43.750° ა. გ. / -24.117; 43.750
მდებარეობა მადაგასკარის დროშა მადაგასკარი
ციმანამპეცოცა — მადაგასკარი
ციმანამპეცოცა

ციმანამპეცოცა (ფრანგ. Lac Tsimanampetsotsa) — მარილიანი ტბა მადაგასკარის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ტულიარის პროვინციაში. ნატრიუმის კარბონატის ნაჯერობის გამო ტბის წყალი რძისფერია. ტბის აღმოსავლეთი ნაპირები შემოზღუდულია დაახლოებით 100 მ სიმაღლის კირქვული კლდეებით.[1] წყალსატევი მოქცეულია ამავე სახელწოდების ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 38-114 სიმაღლეებზე. ეროვნული პარკი გამოცხადებულია საერთაშორისო მნიშვნელობის ვეტლენდად რამსარის კონვენციის ფარგლებში.[2]