ციკლოპისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ციკლოპისებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
რიგი:  ნიჩაბფეხიანები
ოჯახი:  ციკლოპისებრნი
ლათინური სახელი
Cyclopidae

ციკლოპისებრნი (ლათ. Cyclopidae) — უხერხემლოთა ოჯახი ნიჩაბფეხიანთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 1 — 5,5 მმ აღწევს. აქვთ კენტი შუბლის თვალაკი, მოკლე ანტენულები, ერთთტოტიანი ანტენები, რომელთა მეშვეობითაც ცურავენ, თავმკერდზე გრძელი მუცელი. გული არ გააჩნიათ. ციკლოპისებრთა ოჯახის 250-მდე სახეობა გავრცელებულია მთელ დედამიწაზე. ბინადრობენ უმთავრესად მტკნარი წყალსატევების ფსკერთან. იკვებებიან უმარტივესებით, ციბრუტელებით, პატარ-პატარა კიბოებით. ციკლოპისებრნი თავის მხრივ თევზებისა და მათი ლიფსიტების საკვებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]