ციკასი
იერსახე
ციკასი | ||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | ||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||||
Cycas (L., 1753) | ||||||||||||||||
გავრცელება | ||||||||||||||||
![]() | ||||||||||||||||
|
ციკასი, საგოვანა (ლათ. Cycas) — შიშველთესლოვან მცენარეთა გვარი საგოვანების კლასისა. დაბალი მცენარეებია, მათი სიმაღლე ზოგჯერ 10–15 მეტრს აღწევს. ღერო დაფარულია მკვდარი ფოთლების ნარჩენებით, წვეროზე ფრთისმაგვარი ფოთლები აქვს.
20-მდე სახეობა გავრცელებულია აზიისა და ავსტრალიის ტროპიკებში. ყველაზე უფრო ცნობილია C. revoluta; 2–3 მეტრის სიმაღლის ლამაზი მცენარეა. სამშობლოა სამხრეთი იაპონია, საქართველოში ინტროდუცირებულია შავი ზღვის სანაპიროზე. იტანს 8 °C-მდე ყინვას, ნაყოფმსხმოიარობს და ზოგჯერ იძლევა თესლს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 213.