ცივწყარო (მთა)
იერსახე
| ცივწყარო | |
|---|---|
| კოორდინატები: 41°43′45″ ჩ. გ. 42°25′05″ ა. გ. / 41.72917° ჩ. გ. 42.41806° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | ხულოს მუნიციპალიტეტი |
| სიმაღლე | 2190 მ |
| ქედი | არსიანის ქედი |
| ამგებელი ქანები | ბაზალტი, ტრაქიტი და ტუფი |
ცივწყარო ან ცივი წყარო[1] — მთა საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს მუნიციპალიტეტში,[1] არსიანის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარეების – ქვაბლიანისა და ღორჯომისწყლის (აჭარისწყლის მარჯვენა შენაკადი) სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2190 მ. აგებულია ზედაეოცენური ბაზალტებით, ტრაქიტებითა და მათი ტუფებით. მთის ქვემო და შუა კალთები შემოსილია შერეული ტყით (ჭარბობს წიწვიანები), ზემო — სუბალპური მდელოს ბალახეულობით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯაყელი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 213.